• კონსულტაციის დასაჯავშნად (544) 448 343

    სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია!

  • დაგვიკავშირდით

ამბულატორიული გინეკოლოგია

GGRC მულტიფუნქციური კლინიკაა, სადაც „ერთი გაჩერების“ პრინციპით ხდება რეპროდუქციული სერვისების მიწოდება. მათ შორის უმნიშვნელოვანესი გინეკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების მომსახურებაა, კონსულტაციიდან, მცირე ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით. რაც კლინიკის ბაზაზე არსებულ გინეკოლოგიურ ამბულატორიაშივე ხორციელდება.

თუ თქვენ გჭირდებათ კვალიფიციური გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის ან ქირურგის კონსულტაცია, სრულყოფილი კვლევა და სათანადო მკურნალობის მიღება, ასევე ოჯახის დაგეგმვა, პრენატალური სერვისი, სკრინინგი ან უნაყოფობის მკურნალობა, თამამდ შეგიძლიათ მიმართოთ და ენდოთ GGRC-ის გინეკოლოგიური ამბულატორიის გამოცდილ სტაფს.

ასევე ჩვენს ცენტრშივე ხდება ორსულების მართვა და მონიტორინგი, რაც პარტნიორ სამშობიარო სახლებში კეთილად დასრულდება ახალი სიცოცხლის დაბადებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ უნიკალური „მოგზაურობის“ ყველა ეტაპზე.

GGRC-ის გინეკოლოგები და კონსულტანტები ქალის ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის ლიდერების და საერთაშორისო აღიარების სპეციალისტები არიან. ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით და ვიღებთ ცოდნას, გამოცდილებას, კვალიფიკაციას, რათა ქალებს ცხოვრების უკეთესი ხარისხი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჰქონდეთ.

ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ პაციენტის სკრინინგი, საუკეთესო მოვლა, მხარდაჭერა და ამავე დროს აღვზარდოთ ქალის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული გინეკოლოგთა მაღალპროფესიული თაობა.

GGRC-ის გინეკოლოგიურ ამბულატორიაში გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

✔ უშვილობის მკურნალობა
✔ გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა
✔ ენდომეტრიოზის მკურნალობა
✔ რეპროდუქციული სისტემის თანდაყოლილი დარღვევები
✔ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
✔ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
✔ კოლპოსკოპია
✔ სპერმის მიკროსკოპული და კომპიუტერული დიაგნოსტიკა
✔ ორსულობის მონიტორინგი
✔ სონოჰისტეროგრაფია
✔ ენდოკრინოლოგიური გინეკოლოგია
✔ ესთეტიური ენდოკრინოლოგია (ჰირსუტიზმი, აკნე/სებორეა, ჭარბი წონა/სიმსუქნე)
✔ ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი, მენსტრუაციისწინა სინდრომი)
✔ კონსერვატიული გინეკოლოგია ორსულობის დაგეგმვა (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ჰორმონული კოკები, პლასტირები)
✔ მექანიკური საშვილოსნოს შიგა საშუალებების (სპირალის) გამოყენება
✔ შეწყვეტილი ორსულობის მედიკამენტური აბორტის ჩატარება (2-7 კვირის ვადაზე)

ასევე სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციებს:

✔ გინეკოლოგ – რეპროდუქტოლოგი,
✔ მამოლოგი,
✔ ენდოკრინოლოგი,
✔ რადიოლოგი,
✔ ქირურგი,
✔ ემბრიოლოგი,
✔ ანესთეზიოლოგი,
✔ ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქტოლოგ – გინეკოლოგი,
✔ ანდროლოგი,
✔ ფსიქოლოგი

ამბულატორიული გინეკოლოგია

ჩვენი გუნდი

უნაყოფობის მკურნალობა

დამღლელი, ხანგრძლივი და ხშირად იმედგაცრუებით დასრულებული ბრძოლა უშვილობისთვის წყვილს ფარხმალს აყრევინებს და უიმედოდ განაწყობს მომავალი მცდელობისთვის. GGRC-ის ექსპერტები შეძლებენ დაგიბრუნონ დაკარგული იმედი, მიაგნონ უნაყოფობის ზუსტ მიზეზს და სწორი მკურნალობით მიიღონ დადებითი შედეგი. ჩვენ გთავაზობთ მკურნალობის ინოვაციურ და ტრადიციულ მეთოდებს ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დროს.

ორსულობის მონიტორინგი

გილოცავთ, ქალის საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნას, თქვენ ორსულად ხართ, თქვენ სხეულში ახალი გულისცემა ძგერს, ჩვენ თქვენთან ერთად პირველებმა გავიგეთ ეს გულისცემა, მის პირველ ფოტოსაც ერთად დავხედეთ და გულიც ერთად აგვიჩუყდა, ჩვენ ეს უკვე შევძელით ერთად და მიგვაჩნია, რომ ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, ამიტომაც ასევე გულისყურით ვადევნებთ თვალს თქვენს ორსულობას და სიამოვნებით ვიქნებით მისი დაბადების მოწმეც.

კონსერვატიული გინეკოლოგია

GGRC-ის ექიმები გაგიწევენ ზოგად გინეკოლოგიურ მომსახურებას, ოჯახის დაგეგმვის კონსულტაციებით, პროფილაქტიკური სამედიცინო ჩარევებით, დაგეხმარებით სწორი კონტრაცეფციის, ბავშვთა გინეკოლოგიის და ანომალიების შემთხვევებში. კლინიკის ბაზაზე შესაძლებელია მიიღოთ სხვა გინეკოლოგიური სერვისები, მათ შორის მცირე ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით (+995) 544 448 343

დაჯავშნეთ კონსულტაცია

შეავსეთ განაცხადი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით



    Thank you, we'll contact you as soon as possible!