
ESHRE 2026: მსოფლიო რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები და GGRC-ის საერთაშორისო მისია
ლონდონი, 2026
ევროპის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების (ESHRE) 42-ე ყოველწლიური კონგრესი, რომელიც წელს ლონდონში გაიმართა, წარმატებით დასრულდა. ESHRE მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული ორგანიზაციაა რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის სფეროში, რომელიც საერთაშორისო კლინიკური სტანდარტების, სამეცნიერო რეკომენდაციებისა და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს.
რა იყო ახალი ESHRE 2026?
ESHRE 2026-ზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მიმართულებებს, რომლებიც უახლოეს წლებში რეპროდუქციული მედიცინის განვითარებას განსაზღვრავს:
- ხელოვნური ინტელექტი (AI) – ემბრიონის შეფასება, იმპლანტაციის პროგნოზირება და ლაბორატორიული პროცესების ოპტიმიზაცია.
- მამაკაცის უნაყოფობა – ახალი მიდგომები არაობსტრუქციული აზოოსპერმიის, microTESE-ის, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციისა და სპერმატოგენეზის გაუმჯობესების მიმართულებით.
- გენეტიკა – Expanded Carrier Screening-ის გაფართოებული გამოყენება, PGT-ის თანამედროვე შესაძლებლობები და მოზაიკური ემბრიონების შეფასება.
- ენდომეტრიუმის რეცეპტიულობა – ქრონიკული ენდომეტრიტის, ენდომეტრიუმის მიკროგარემოსა და იმუნოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა წარმატებული იმპლანტაციისთვის.
- ინდივიდუალიზებული საკვერცხის სტიმულაცია – DuoStim, თანამედროვე სტიმულაციის პროტოკოლები და პაციენტზე მორგებული მკურნალობა.
- ლაბორატორიის ხარისხი – ხარისხის კონტროლი, ავტომატიზაცია, KPI-ები, ტრეისაბილობა და საერთაშორისო სტანდარტები.
- პერსონალიზებული რეპროდუქციული მედიცინა – მკურნალობის შერჩევა გენეტიკური, მეტაბოლური, იმუნოლოგიური და კლინიკური მონაცემების ინტეგრაციით.
- ოვარიალური რეზერვი და ოოციტის ხარისხი – ასაკთან დაკავშირებული უნაყოფობის მართვისა და ოოციტის ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე სტრატეგიები.
- Time-lapse ტექნოლოგიები – AI-თან ინტეგრირებული ემბრიონის შერჩევის თანამედროვე შესაძლებლობები.
ESHRE 2026-ის მთავარი გზავნილი
რეპროდუქციული მედიცინის მომავალი ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას:
- ხელოვნურ ინტელექტს (AI);
- გენეტიკასა და ზუსტ დიაგნოსტიკას;
- რეგენერაციულ მედიცინას;
- ხარისხის მართვასა და პერსონალიზებულ მკურნალობას.
კონგრესის მთავარი დასკვნა იყო, რომ თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა სულ უფრო მეტად ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ინდივიდუალურ მიდგომებს, სადაც თითოეული პაციენტის მკურნალობა მის საჭიროებებსა და კლინიკურ თავისებურებებს ერგება.
ESHRE 2026-მა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რა მიმართულებით ვითარდება თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა. GGRC მუდმივად პასუხობს ამ ცვლილებებს, ფეხს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მოთხოვნებს და აქტიურად ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კლინიკურ მიდგომებს, რათა პაციენტებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესთავაზოს.
სწორედ ამ მიზნით, პროფესორ ნინო მუსერიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ESHRE-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „Infertility 35+“, რომელმაც საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, როგორც რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების აქტიური მონაწილე. სიმპოზიუმზე ქართველმა, გერმანელმა და სომეხმა სპეციალისტებმა იმსჯელეს ESHRE 2026-ის ყველაზე აქტუალურ თემებზე, მათ შორის მამაკაცის უნაყოფობის თანამედროვე მართვაზე, გენეტიკურ დიაგნოსტიკაზე, ენდომეტრიუმის რეცეპტიულობაზე, პერსონალიზებულ მკურნალობასა და IVF-ის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.
კონგრესის ფარგლებში პროფესორი ნინო მუსერიძე შეხვდა ნაყოფიერების საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის (IFFS) პრეზიდენტს, დოქტორ მარკოს ჰორტონს, რომელთანაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ასევე გაიმართა შეხვედრა ლუიზ ბრაუნთან — მსოფლიოში პირველ IVF-ის შედეგად დაბადებულ ადამიანთან და უშვილობის საკითხებში გლობალურ ელჩთან, რომელსაც ოფიციალურად გადაეცა მოწვევა საქართველოში, საერთაშორისო კონფერენცია „Infertility 35+“-ში მონაწილეობის მისაღებად.
უკვე ცნობილია, რომ ESHRE-ის 43-ე ყოველწლიური კონგრესი 2027 წლის 4–7 ივლისს სტოკჰოლმში გაიმართება, სადაც GGRC კვლავ წარადგენს საქართველოს და გააგრძელებს ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლობას საერთაშორისო რეპროდუქციულ სამეცნიერო საზოგადოებაში.
Leave a reply


Leave a reply