• კონსულტაციის დასაჯავშნად (544) 448 343

    სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია!

  • დაგვიკავშირდით

დაეხმარე სხვას აისრულოს ოცნება და შენ აგიხდება შენი ოცნება!

თუ სხვა წყვილის პრობლემა, გახდნენ მშობლები გულს გიჩუყებს, შენ შეგიძლია გახდე მათი დონორი და გაიზიარო სხვისი სიხარულით და ახალი სიცოცხლის დაბადებით გამოწვეული ბედნიერება. შენ ხარ მნიშვნელოვანი მიზეზი დედამიწაზე კიდევ ერთი ახალი სიცოცხცლის დასაწყისისა.

GGRC მიესალმება ყველა ტიპის დონორს და სუროგატობის მოსურნე დედებს. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვიქნებით თქვენი და თქვენი ინტერესების გვერდით, ორივე მხარის ინტერესი, კონფიდენციალობა და მხარდაჭერა ჩვენთან გარანტირებულია. ემოციური და პროფესიონალური მხარდაჭერა ორივე მხარეს ჩვენი გუნდისგან.

კომპენსაცია, რომელსაც თქვენ სხვა წყვილის ოცნების ახდენაში იღებთ, შესაძლოა თქვენი ოცნების ახდენაშიოც დაგეხმაროთ.

გახდი კვერცხუჯრედის დონორი

ჩვენ პატივს ვცემთ ახალგაზრდა ქალების გადაწყვეტილებას დონაციით დაეხმარონ უშვილო წყვილებს. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, ჩვენ დაგეხმარებით ემოციურად და სამედიცინო კუთხით. თქვენი ინტერესი, კონფიდენციალობა დაცული და გარანტირებულია, პოტენციური რისკები დაზღვეული.

ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დონორის მიმართ, ვისაც შეუძლია თავისი წილი სიკეთის გაზიარება, რომ არა თქვენი გადაწყვეტილება, ბევრი წყვილი დარჩებოდა იმედის, მათი ოჯახი კი გაგრძელების გარეშე. კვერცხუჯრედის დონორობა მთელ მსოფლიოში ითვლება ქალის ყველაზე ძლიერ და სასიკეთო გადაწყვეტილებად, და მათ შორის თქვენც ხართ! კომპენსაციასა და სხვა დეტალებზე დაგვიკავშირდით.

როგორ გავხდე სუროგატი დედა?

რადგანაც თქვენ თავად ხართ დედა, ხვდებით, რას განიცდის ქალი, რომელსაც არ შეუძლია გამოსცადოს იგივე, რაც თქვენ, დედობა ქალის უმნიშვნელოვანესი მისიაა, რომელსაც ინსტინქრის დონეზე ატარებს ქალი, თუ გსურს სხვა წყვილს აუხდინო ბიოლოგიური შვილის ყოლის ოცნება, სუროგატობა ერთ-ერთი შანსი და შენი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ატარო შენს სხეულში სხვისი ბედნიერება, ყველას არ შეუძლია, ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას.

სუროგატი დედობა სხვა ოჯახისთვის დიდი განძია, მაგრამ თქვენთვის დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი არ იყოს ემოციურად რთული, ჩვენი იურისტი და აგენტი, ასევე ჩვენი სამედიცინო სერვისი ყოველ ეტაპზე იქნება ორივე მხარისთვის ხელმისაწვდომი.

„ჩემთვის სუროგატობა ნიშნავს სხეულით სხვისი ოცნების ტარებას“ – GGRC-ის სუროგატი დედა

გსურთ გახდეთ დონორი? დაგვიკავშირდით (+995) 544 448 343

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, რა თქმა უნდა ქალს, სქესობრივი მომწიფების დროს დაახლოებით 400000 ფოლიკული გააჩნია, აქედან მხოლოდ 400 მიაღწევს სიმწიფეს და მოხდება ოვულაცია, 399,600 კი გამოუყენებელი რჩება, საკვერცხის სტიმულაციით ხდება დამატებითი კვერცხუჯრედების მობილიზება, რაც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა გამოყენებული, ასე, რომ კვერცხუჯრედის დონაციით თქვენს რესურსს არაფერი აკლდება.

კვერცხუჯრედის დონორის დაბარება კლინიკაში ხდება დილით ადრე და პროცედურა მცირე დაყოვნებით ხორციელდება, მეორე დღიდან უბრუნდებით სამუშაო რეჟიმს, მთავარია დონორი იყოს პასუხისმგებლობით სავსე და შეეძლოს პუნქტუალურად გამოცხადება კლინიკაში.

არა, პოტენციური მშობლები იხდიან პროცედურების თანხას, ასევე დონორის კომპენსაციას, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა ხარჯებსაც, მათ შორის იურიდიული მომსახურების, დონორის მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების გადასახადს.

ეს დამოკიდებულია დონორის ასაკზე, კვერცხუჯრედის ხარისხზე, მისი კლინიკამდე მოსვლის ხარჯზე და წყდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დიახ, ეს არ უშლის ხელს ჩატარდეს კვერცხუჯრედის ამოღების პროცედურა.

დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში კვერცხუჯრედის დონორი იღებს სპეციალურ ჰორმონებს, ოვულაციის პრევენციისთვის, ფოლიკულების სტიმულაციისთვის, კვერცხუჯრედების მომსამწიფებლად და ოვულაციის აღსადგენად.

მედიკემნეტები, რომლებიც ინიშბნება დონაციის დროს, ასევე უნაყოფობის სამკურნალოდ არის უსაფრთხო და მას იყენებენ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. მათ გავლილი აქვთ მკაცრი და ხანგრძლივი ტესტირება.

ჩვენი ექთანი დეტალურად აგიხსნით მედიკამენტების მიღების წესებს, ნემსები კეთდება კანქვეშ და არის მარტივად მოსახმარი.

არა, პროცედურა ვაგინალურია, არ ხდება ქირურგიული კვეთა, თქვენი კომფორტისთვის დება გაუტკივარება, სასურველია გყავდეთ თანმხლები პირი, რადგან პროცედურის შემდეგ მანქანის მართვა რეკომენდებული არ არის.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კვერცხუჯრედის დონორი

ასაკი 21-31 წელი
ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი
არა მწეველი
რეგულარული მენსტრუალური ციკლი
არ იყენებდეს კონტრაცეპტივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს
ჰქონდეს ჯანმრთელი ორივე საკვერცხე
არ იყენებდეს ფსიქოატიურ აბებს
არ გაჩნდეს წამალდამოკიდებულების ისტორია
არ გააჩნდეს მემკვიდრეობითი გენეტიკური დარღვევების ისტორია
არ იყოს წინააღმდეგი მიიღოს მედიკამენტები
იყოს პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და საიმედო

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ მინიმალურ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ დონორი, დაჯავშნეთ კონსულტაცია

დაჯავშნეთ კონსულტაცია

შეავსეთ განაცხადი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით



    Thank you, we'll contact you as soon as possible!