ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. რაც ითვალისწინებს: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს, როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს, როგორიცაა საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.
საქართველოს მასშტაბით ჩვენთან მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. რეპროდუქციის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.