ნათია ჩუბინიძე

ექიმი რადიოლოგი

„ჩვენთან სასწაულები ყოველდღე ხდება, როცა ვხედავთ როგორ ისახება დედის სხეულში ახალი სიცოცხლე, ჩვენ ერთად ვისმენთ პირველ გულისცემას, ვაკვირდებით მის განვითარებას და ვასწავლით მშობლებს, რომ ისინი უკვე მარტონი აღარ არიან“...

სპეციალობა რადიოლოგია
პროფესიული ინტერესები
  • რადიოლოგია
  • პედიატრია
  • ინ ვიტრო

ძირითადი ინფორმაცია

ნათიამ ლენინგრადის პედიატრიის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრის დიპლომით 1995 წელს დაასრულა, მოგვიანებით ის რადიოლოგიით დაინტერესდა და კვალიფიკაცია ამ მიმართულებით გაიარა თბილისის კლინიკური მედიცინის კვლევით ინსტიტუტში.

მისი სპეციალიზაციის სფეროა მუცლის ღრუს ორგანოების, საშარდე სისტემის, წინამდებარე ჯირკვლის, ფარისებური და სარძევე ჯირკვლების, ასევე ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევები, ღვიძლის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების მოცულობითი წარმონაქმნების პუნქციური ბიოფსიები დამიზნებითი ულტრაბგერითი კონტროლით, მცირე მენჯის ორგანოების კვლევა ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური მიდგომით, სამეანო კვლევები და სხვა მანიპულაციები ულტრაბგერითი კონტროლით. ნათია საქართველოსა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრია.

განათლება

1989-1995წწ. ქ. ლენინგრადის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი
(სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიული სამედიცინო აკადემია);
ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი
(კვალიფიკაცია პედიატრი);
2007-2009წწ. ფ. თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო რადიოლოგიის რეზიდენტურის სრული კურსი. ნებადართული სპეციალობა – ექიმი რადიოლოგი.

პროფესიული გამოცდილება

2007-2009წწ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი – ექიმი რეზიდენტი;
2010 წლიდან დღემდე – სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი “ვენუს-ჯორჯია” – ექოსკოპისტი;
2015 წლიდან დღემდე – ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტი – ექოსკოპისტი;
2020 წლიდან დღემდე – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექოსკოპისტი.

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი