ივა კუტივაძე

IVF დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„არასოდეს დანებდე! თუ გულით გინდა, გახდები მშობელი, მშობლობა კი ნიშნავს მისცე საუკეთესო მაგალითი შენს შვილებს, ბრძოლის, მცდელობის, მოთმიონების, დისციპლინის, შენ უნდა შეძლო მისთვის წარუმატებლობის შემდეგ ისევ ძალების მოკრება და შენი მორიგი IVF თავგადასავლის გაგრძელება...“

სპეციალობა რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი
ხარისხი
პროფესიული ინტერესები
  • მეანობა-გინეკოლოგია
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა
  • ინ ვიტრო

ძირითადი ინფორმაცია

ექიმი ივა კუტივაძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა პერსპექტივიდან უნაყოფობის დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე. მან შეიმუშავა და დანერგა მრავალი ახალი, დიაგნოსტიკური და დამხმარე რეპროდუქციული პროცედურები პროცედურები უნაყოფობის სამკურნალოდ. კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად მედიცინის დოქტორი ივა კუტივაძე აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას. მისი საქმიანობის არეალს შეადგენს ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ხელოვნური -ინ ვიტრო განაყოფიერების ყველა სახის პროცედურა და ოპერაცია, დაუდგენელი მიზეზებითა და იმუნოლოგიური ფაქტორებით განპირობებული უშვილობისა და ორსულობის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ენდოკრინული გინეკოლოგია, ორსულობის განმეორებითი დანაკარგების (ჩვეული თვითნებითი აბორტების, ორსულობის ჩვეული შეწყვეტის) მიზეზების დადგენა და პროფილაქტიკა. ყველა სახის გინეკოლოგიური პაციენტებისა და როგორც ფიზიოლოგიური, ასევე სხვადასხვა სახის გართულებებით მიმდინარე ორსულობების მართვა. ის არის ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგთა ასოციაციის (ESHRE) წევრი და საქართველოს „რეპროდუქციული იმუნოლოგიის“ ასოციაციის პრეზიდენტი, კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და ს აშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის ექსპერტ-ტრენერი.

განათლება

1987–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი
1993–1996წწ. ჩაჩავას სახ. მეანობა–გინეკოლოგიისა და პერინატალური მედიცინის ს/კ ინსტიტუტი; კლინიკური ინტერნატურა და ორდინატურა, სპეციალობით მეან–გინეკოლოგია
1996–2001წწ. ჩაჩავას სახ. მეანობა–გინეკოლოგიისა და პერინატალური მედიცინის ს/კ ინსტიტუტი, ასპირანტურა – თბილისის სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის N1 კათედრა
1998 წელი სპეციალიზაცია მეან – გინეკოლოგიაში (სახელმწიფო სერთიფიკატი);
2001წელი სპეციალიზაცია რეპროდუქტოლოგიაში (სახელმწიფო სერთიფიკატი);
2009 წელი კვალიფიკაცია – კლინიკა „ISIDA”, ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი (ქ. კიევი, უკრაინა);
2012 წელი კვალიფიკაცია – კლინიკა “ASSUTA”, ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტი ქ. თელ -ავივი, ისრაელი)

პროფესიული გამოცდილება

2001–2010წწ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილების ექიმი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი;
2002 – 2006 წწ. MIRT პროექტის საქართველოს განყოფილების მენეჯერი University of Washington, Swedish Hospital (Seattle, WA, USA)
2003–2014 წწ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, რეპროდუქციული იმუნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
2009–2014 წწ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, ხელოვნური – ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ექიმი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი;
2014-2020 წწ. რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური – ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი;
2020 – დღემდე ქართულ – გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC, IVF დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი მეან – გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი.

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი