ოლიკო მურღულია

ექიმი-რეპროდუქტოლოგი

``როდესაც პროფესიად ირჩევ ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვას და შენი მთავარი მიზანი პაციენტთა ჯანმრთელი სიცოცხლე და ახალი სიცოცხლის მოვლინებაა ამქვეყნად, ეს ხდება შენი ყოველდღიურობაც, მისიაც და ცხოვრების გზაც. მე 3 შვილი მყავს და არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე გერქვას დედა და დაეხმარო სხვასაც გახდეს მშობელი``

სპეციალობა რეპროდუქტოლოგია
ხარისხი
პროფესიული ინტერესები
  • მეანობა-გინეკოლოგია
  • უნაყოფობა
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ძირითადი ინფორმაცია

“გულისხმიერი,  ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი პროფესიონალი ექიმი, თითქოს დიდი ხანია გიცნობს და საერთოდაც შენი ახლობელია”… – ასე ახასიათებენ ახალგაზრდა ექიმ-რეპროდუქტოლოგს, მეან-გინეკოლოგ ოლიკო მურღულიას პაციენტები, 15 წლიანი ექიმობის ისტორიის განმავლობაში.

ოლიკო მურღულია პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობასთან ერთად, მუდმივი განვითარებისთვის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კვლევებში, კონფერენციებსა და ვორქშოფებში, მას ენდობიან და პატივს სცემენ, როგორც პაციენტები, ასევე კოლეგები, მისი განსაკუთრებული ერთგულების გამო საქმის მიმართ და გულწრფელი დამოკიდებულებებისათვის.

რეპროდუქციულ მედიცინაში მისი სამედიცინო კარიერა გამოირჩევა მაღალი შედეგებით და პაციენტის ინტერესზე ორიენტირებით.

განათლება

1997-1998 – Bassylake High school, Newport, Wales
2000-2003 – თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯი
2003-2007 – თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტი
2007-2012 – თბილისის სახელმწოფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.

პროფესიული გამოცდილება

2001 –  დედათა და ბავშვთა ცენტრი, ქუთაისი
2002 – Gwent hospital, Newport, Wales. ექთნის პრაქტიკა
2003 –  დედათა და ბავშვთა ცენტრი, ქუთაისი.
2005 – Hacetepe University Ankara პრაქტიკა კარდიოლოგიისა და ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში
2006 – Pacific Shore Medical Clinic Ca. San Diego. USA. ოჯახის ექიმის და მეანობა-გინეკოლოგიის პრაქტიკა
2007-2012 – ძირითადი კლინიკური პრაქტიკა „წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლი“, თბილისი
2012 – კლინიკური პრაქტიკა სამედიცინო ცენტრში „იუნონა“, კოლპოსკოპიაში, თბილისი
2012 – ქართულ-ამერიკული კლინიკა MEDICAL HOUSE,  მეან გინეკოლოგი
2013  -2017 – სს ჩაჩავას კლინიკის  მეან გინეკოლოგი
2017 – ანტენატალური მეთვალყურეობის საბჭოს წევრი, ჯანმრთელობის სამინისტრო, თბილისი საქართველო
2017-2021 – ჟორდანიას კლინიკის მეან გინეკოლოგი
2021 – დღემდე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური
ფრანგული

ჩვენი გუნდი