ირაკლი მჟავანაძე

ექიმი-ანესთეზიოლოგი

„მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ლამაზი რამ არის ადამიანის შექმნა, ჩვენს ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენი და თქვენი ნაყოფის სუნთქვას.”

სპეციალობა ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი
პროფესიული ინტერესები
  • ანესთეზიოლოგია
  • ინტენსიური თერაპია
  • რეანიმაცია

ძირითადი ინფორმაცია

GGRC-ის ანესთეზიოლოგი ირაკლი მჟავანაძე 10 წელზე მეტია სპეციალობით მუშაობს თბილისის მთავარ საავადმყოფოებში, მისი სფერო ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიაა, სამშობიარო და გინეკოლოგიური ქირურგიის დროს, მას ასევე აქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება და არის პროფესიონალი ექიმი, რომელიც პაციენტს საიმედოდ მართავს საოპერაციო დარბაზში.

განათლება

2004-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;
2011-2014 წწ. რეზიდენტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით, რეზიდენტურა – კლინიკა „კარაპს მედლაინი“, კლინიკა „ალსს“, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“

პროფესიული გამოცდილება

2007-2009 წწ. ნ. ყიშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი;
2009-2014 წწ. კონსილიუმ მედულა – ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების უმცროსი ექიმი;
2014 წლიდან დღემდე კონსილიუმ მედულა – ექიმი ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი;
2014-2015 წწ. შპს „ბიბიდა“ – ექიმი ანესთეზიოლოგი;
2014 წლიდან დღემდე – „ავერსის კლინიკა“ – ექიმი ანესთეზიოლოგი;
2015 წლიდან დღემდე – „დავით დავარაშვილის კლინიკა“ – ექიმი ანესთეზიოლოგი;
2019 წლიდან დღემდე – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, ექიმი ანესთეზიოლოგი.

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი