
ფიზიოთერაპია გინეკოლოგიაში
ფიზიოთერაპია, თანამედროვე გინეკოლოგიაში არის კომპლექსური მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ეფუძნება პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობას და ხორციელდება გინეკოლოგთან თანამშრომლობით. ეხმარება ქალებს ცხოვრების სხვადსხვა ეტაპზე, ორსულობის დაგეგმვიდან დაწყებული, მშობიარობის შემდგომი აღდგენისა და ასაკობრივი ცვლილებების მართვის ჩათვლით.
1.ფიზიოთერაპია ინ-ვიტრო განაყოფიერების (IVF) და ბუნებრივი ორსულობის მომზადების პროცესში
ინ-ვიტრო განაყოფიერების პროტოკოლში, ემბრიონის გადატანის წინ, უმთავრესი ამოცანაა იდეალური სისქის, სტრუქტურისა და რეცეპტიულობის მქონე ენდომეტრიუმის მიღება. ფიზიოთერაპიული პროცედურები ზრდის ენდომეტრიუმის იმპლანტაციურ უნარს, ააქტიურებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ახალი კაპილარების ზრდას (ანგიოგენეზს). ეს ეხმარება „თხელ“ ენდომეტრიუმს მიაღწიოს ოპტიმალურ სისქეს. ასევე პროცედურებს აქვს ანთების საწინააღმდეგო,შეშუპების საწინააღმდეგო,მაფიბროლიზირებელი და რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება,რაც ზრდის ენდომეტრიუმის რეცეპტიულობას და ბუნებრივი გზით ჩასახვის შანსებს.
2. ორსულობის პერიოდი
ორსულობის დროს ფიზიოთერაპიული მეთოდების შერჩევა მოითხოვს უკიდურეს სიფრთხილეს, რათა გამოირიცხოს ნაყოფზე ან საშვილოსნოს ტონუსზე არასასურველი ზემოქმედება. თუმცა, არსებობს ლოკალური პრობლემები, სადაც ფიზიოთერაპია საუკეთესო ალტერნატივაა მედიკამენტების ნაცვლად.
3. მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია
მშობიარობა (როგორც ფიზიოლოგიური, ისე საკეისრო კვეთა) ორგანიზმისთვის დიდ ტრავმასთან და სტრესთან არის დაკავშირებული. ფიზიოთერაპიით ,პირველივე კვირებიდანაა შესაძლებელი აღდგენის პროცესის დაჩქარება.
რეაბილიტაცია შეიძლება მოიცავდეს:
• მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებას;
• სტრესული შარდის შეუკავებლობის მართვას;
• მუცლის კედლის ფუნქციის აღდგენას;
• ნაწიბურის მობილობის გაუმჯობესებას-კელოიდების და შეხორცებების განვითარების პრევენციას.
• მენჯის მიდამოს ტკივილის შემცირებას
• ლაქტოსტაზის მართვას
4. ფიზიოთერაპია მენოპაუზის პერიოდში
მენოპაუზის პერიოდში ესტროგენების დონის შემცირება გავლენას ახდენს უროგენიტალურ სისტემაზე, კუნთებსა და შემაერთებელ ქსოვილებზე.
შესაძლოა განვითარდეს:
• შარდის სტრესული შეუკავებლობა;
• მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტე;
• საშოს სიმშრალე და დისკომფორტი;
• მენჯის ორგანოების პროლაფსთან დაკავშირებული სიმპტომები;
• სქესობრივი ცხოვრების დროს დისკომფორტი.
ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მენჯის ფსკერის რეაბილიტაციას.
ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების შემცირება, არამედ ქალის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
Leave a reply