ზურა მხეიძე

მრჩეველი

„ადამიანები თვითონ ქმნიან თავის ცხოვრებას, მჯერა, რომ ყველა პრობლემა არასწორი კომუნიკაციის საფუძველზე იქმნება. იმის მიხედვით თუ როგორია შიდა კომუნიკაცია – თქვენ ან ბედნიერად გრძნობთ თავს ან ვერა; თქვენი არჩევანია, თუ როგორ კონცეფციას შეიმუშავებთ სამყაროსთან ურთიერთობისას. ცხოვრების სწავლა შესაძლებელია.“

სპეციალობა ფსიქოლოგი
ხარისხი პროფესორი
პროფესიული ინტერესები
  • ფსიქოლოგია
  • მენეჯმენტი
  • ბიზნესის განვითარება
 

ძირითადი ინფორმაცია

აღმოსავლეთ უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორი. აქვს 30 წლიანი კონსულტაციის გამოცდილება, 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

25 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვის და კომუნიკაციის მიმართულებით.

სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტებში.

განათლება

1985 წ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

პროფესიული გამოცდილება

1985-1988 წწ. სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების ასისტენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1988-1991 წწ. სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1991-1993 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე
1985 – 2012 წწ. სოციალური ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1990-1992 წწ. გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, განათლების სამინისტრო
1993 წელი – ანალიზისა და პროგნოზის განყოფილება ექსპერტი, სახელმწიფო მეთაურის აპარატი
1993 წელი – სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
1998 – 2006 წწ. – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე
2005 წელი – ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, სოციალური კვლევების ინსტიტუტი
2006-2009 წწ. ჟურნალისტიკის სკოლის ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტი
2008 წელი – შპს „არს მაგნა“, დამფუძნებელი, მთავარი ტრენერი
2008-2010 წწ. – ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, სს ჯორჯიან ქარდი
2010-2015 წწ. ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სმარტ რითეილი
2011 წლიდან დღემდე ჟურნალისტიკის სკოლის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების მოწვეული ლექტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA
2015-2017 წწ მრჩეველი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
2017-2019 წწ. კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, GWP
2018-2019 წწ. კონსულტანტი, კომპანია ლიდეანი
2020 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული დირექტორატის კონსულტანტი, თბილისი ენერჯი
2020 წლიდან დღემდე მრჩეველი ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი