ონკოლოგიური პაციენტებისთვის

საქართველოში მხოლოდ ჩვენთან ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ონკოლოგიური რეპროდუქტოლოგიის დარგში ჩვენი უცხოელი კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები.

პირველად საქართველოში, კლინიკა GGRC-ში შესაძლებელია ონკოლოგიური პაციენტებისთვის სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. მომსახურება ითვალისწინებს სასქესო უჯრედების (კვერცხუჯრედი, სპერმა) ან ორგანოების (საკვერცხე და სათესლე ჯირკვალი) ქსოვილების გაყინვას (კრიოპრეზერვაცია).

რა არის კრიოპრეზერვაცია?

კრიოპრეზერვაცია ფერტილობის შემანარჩუნებელი მეთოდია, რაც ადამიანის რეპროდუქციული ორგანოების გაყინვას გულისხმობს, მომავალი გამოყენებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების მიზნით. კვერცხუჯრედი, სპერმა ან ემბრიონი იყინება თხევად ნიტროგენში -196 გრადუსზე სპეციალურ ტანკერებში. როდესაც პაციენტი მზადაა განაყოფიერებისთვის, ხდება მასალის გალღობა, განაყოფიერება ან განაყოფიერებული ემბრიონის გადატანა ქალის ორგანიზმში.

GGRC ყველაზე საიმედო ადგილია თქვენი „დაგეგმილი ოცნების“ შესანახად, საუკეთესო აპარატურა და პროფესიონალი სტაფი უზრუნველყოფს სწორ და ხარისხიან შენახვას და ტრანსფერს საჭირო დროს.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის

ჩვენი გუნდი

სპერმის კრიოპრეზერვაცია

სპერმის გაყინვა ეხმარება წყვილს მიიღოს მოგვიანებით დაგეგმილი ორსულობა, ინსემინაციის ან ინ ვიტრო განაყოფიერების გზით, ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების ინდექსი არ მცირდება კრიოპრეზერვაციის შემდეგ აღებული სპერმით, ჩვენი რეპროდუქტოლოგები გაგიწევენ კონსულტაციას, რათა თქვენი რისკები იყოს დაზღვეული, ჩასახვის თარიღს თქვენ ადგენთ, ჩვენ გეხმარებით, თქვენი გეგმების აღსრულებაში.

კვერცხუჯრედისა და ემბრიონის კრიოპრეზერვაცია

კონსერვაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ემბრიონების კრიოპრეზერვაციაა, ასეთივე წარმატებით და ხშირად მიმართავენ წყვილები კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდსაც. ძალიან ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს ქიმიოთერაპიის წინ, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები, ვისაც ჯერ შვილის გაჩენაზე არ უფიქრია. GGRC თქვენს დავალებას გადავადებული შვილოსნების შესახებ კეთილსინდისიერად და წარმატებით შეასრულებს.

როდის არის რეკომენდებული კრიოპრეზერვაცია

ახალგაზრდა წყვილი ხშირად მიმართავს კრიოპრეზერვაციას კარიეული მიზნით, არსებობს უფრო სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა რისკის შემცველი საქმიანობა, რამაც შესაძლოა რეპროდუქციულ უნარს შეუქმნას საფრთხე, აგრეთვე გაყინვის მეთოდს ონკოლოგიური პაციენტებიც მიმართავენ, ვისაც დასხივება, ან ქიმიოთერაპიის პროცედურების ჩატარება უწევთ, მათთვისაც რეკომენდებულია ფერტილობის შემანარჩუნებელი კრიოპრეზერვაცია.

GGRC თქვენს იმედს ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის, სათუთად შეინახავს!

კიბოს დიაგნოზი ხშირად თავდაყირა აყენებს ჩვენს გეგმებს, მთავარი გადარჩენაა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა ხშირად იწირავს ახალი სიცოცხლის დაბადების შანსს, დღეს კიბო განაჩენი აღარ არის, ის დამარცხებადია, ჩვენ კი გადავარჩენთ ახალი სიცოცხლისს შანსს კრიოპრეზერვაციის გზით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით (+995) 544 448 343

დაჯავშნეთ კონსულტაცია

შეავსეთ განაცხადი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით



    Thank you, we'll contact you as soon as possible!