სუროგაცია-დონაცია

სუროგაცია ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმაა და მას წყვილი მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ ქალს აღენიშნება ორსულობასთან შეუთავსებელი ჩვენებები. ეს არის პროცესი, როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მიღებულ ორსულობას მომავალი დედის ნაცვლად სუროგატი დედა ახორციელებს.

დონაცია კი უნაყოფობის პრობლემების მქონე წყვილს აძლევს საშუალებას დონორის სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის გამოყენებით მიიღონ სასურველი ორსულობა ინ ვიტრო განაყოფიერების საფუძველზე.

სუროგაცია-დონაცია არის გამოსავალი უშვილო წყვილისთვის გახდნენ მშობლები, რაც მიუღწეველი რჩებოდა მიუხედავად არაერთი მცდელობისა და სხვა სამედიცინო ჩარევისა.

მონიტორინგი

სასურველი დონორის ან სუროგატი დედის შერჩევა უკიდურესად პერსონალური პროცესია, ჩვენ ვეხმარებით წყვილს დავეხმაროთ მისთვის საუკეთესოს პოვნაში, ჩვენ ვიჭერთ მომენტს, როდესაც დონორთა შერჩევის პროცესში წყვილი აღმოაჩენს „სწორედ მას“ – შესაფერისს დონორს. ამის შემდეგ კლინიკა გაგიწევთ სრულყოფილ მომსახურებას პირადი კოორდინატორის და სამედიცინო პერსონალის მეშვეობით (სუროგაციის შემთხვევაში მოთხოვნის საფუძველზე საცხოვრებლის უზრუნველყოფით).

სუროგაცია-დონაცია GGRC-ში

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი სუროგაცია-დონაციის სრულ პაკეტს გთავაზობთ, საკუთარი პერსონალური ბაზიდან სასურველი დონორისა და სუროგატი დედის შერჩევით დაწყებული ახალშობილის დოკუმენტაციის მომზადების ჩათვლით. პროტოკოლის დაგეგმვასა და მართვას ცენტრი უზრუნველყოფს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პაციენტებისათვის. ჩვენთან დონორის ასაკი განსაზღვრულია 18-28 წლამდე, ხოლო სუროგატი დედის 21-38 წლამდე.

სერვისში შედის კვალიფიციური იურისტის მომსახურება (ხელშეკრულების გაფორმებიდან, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით), ყველა ხელშეკრულება სრულდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვით და ნოტარიული დამოწმებით. ასევე ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერა, (განსაკუთრებულ შემთხვევებში ბინით და კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფა).

სუროგაცია დონაცია

ჩვენი გუნდი

სპერმის დონაცია

როდესაც უშვილობის მიზეზი მამაკაცის უნაყოფობაა, წყვილი მიმართავს სპერმის დონაციის მეთოდს, GGRC გთავაზობთ დონაციის ოპტიმალურ პაკეტს, რაც მოიცავს ყველა სერვისს და პროცედურას, რაც რეპროდუქციული პროცედურის ციკლის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ.
საჭიროების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთის, და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.

კვერცხუჯრედის დონაცია

როდესაც უნაყოფობის მიზეზი ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედის დაბალი ხარისხი, მისი მოუმწიფებლობა ან განლევაა, დგება კვერცხუჯრედის დონაციის აუცილებლობა, კლინიკის საკუთარი მონაცემთა ბაზიდან ხდება მშობლებთან მაქსიმალურად მიახლოებული ფენოტიპის შერჩევა, კანის, თმის, თვალის ფერის, განათლებისა და ხასიათის შტრიხების გათვალისწინებით, თქვენთან ერთად გადის ყოველ ნაბიჯს თქვენი კოორდინატორი, სასურველ შედეგამდე ჩვენი გუნდის მხარდაჭერა მიგიყვანთ!

სუროგაცია

ჩვენ გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე ნაყოფის გესტაციური მატარებელია, კლინიკის All Inclusive მომსახურება სუროგაციის პაკეტის შემთხვევაში მოიცავს სრულ მხარდაჭერას, დონორის შერჩევიდან, მასზე მეთვალყურეობის, ორსულობის მონიტორინგის და ახალშობილის დაბადების მოწმობის გაცემის ჩათვლით.

ოცნება გახდე მშობელი, თითქოს უსასრულოდ გრძელდება, გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გრძელი და სტრესული გზაა, ეს არის გონებრივი, ემოციური და ფინანსური ბრძოლა, რომელიც დაუძლეველიც გეჩვენება, გვინდა იცოდეთ და გჯეროდეთ, რომ თქვენს გვერდით როდესაც GGRC–ის გუნდია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ჩვენ გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებიდან ოცნების ასრულებამდე. მხარდაჭერა მშობლად გახდომის საოცარი მოგზაურობის ყოველ ეტაპზე!

სუროგაცია აივ დადებითი პირებისათვის

არსებობს უნაყოფობის არაერთი მიზეზი, როდესაც წყვილი მიმართავს სუროგაციას, თუმცა შესაძლოა, მიზეზი არც კი იყოს უნაყოფობა, მაგრამ შვილის ყოლის ყველაზე

სწორ ფორმად რეკომენდებული იყოს სუროგაცია. მაგალითად როდესაც პარტნიორი აივ ინფიცირებულია. ჩვენი გამოცდილი IVF გუნდი გთავაზობთ სრულიად უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიურ რეპროდუქციულ პროცედურას სუროგატი დედის შეთავაზებით.

ჩვენს კლინიკაში აპრობირებული უახლესი მიღწევები და საუკეთესო შედეგები გვაძლევს საშუალებას აივ ინფიცირებულ მშობლებს ვაჩუქოთ ჯანმრთელი ბიოლოგიური შვილი.

რა რისკებთანაა დაკავშირებული სუროგაცია და დონაცია?

სუროგაცია-დონაცია სამედიცინო თვალსაზრისით იმავე რისკებს მოიცავს, რასაც ზოგადად ინ ვიტრო განაყოფიერება, ამასთანავე ის ემოციურ და იურიდიულ დატვირთვასაც ატარებს, ამისათვის ხშირად რეპროდუქტოლოგები ფსიქოლოგის კონსულტაციების ფონზე მართავენ ციკლს, ასევე ორივე მხარეს უნდა გააჩნდეს გამოცდილი იურისტის მხარდაჭერა და არსებობდეს სათანადო. მოწესრიგებული და სრულყოფილი დოკუმენტაცია. დონაცია-სუროგაციის მოსურნე უნდა იყოს სწორად და სრულყოფილად კონსულტირებული და ინფორმირებული, ისევე როგორც მეორე მხარე ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე.

ჩვენ გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას! დაგვიკავშირდით (+995) 544 448 343

დაჯავშნეთ კონსულტაცია

შეავსეთ განაცხადი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით



    Thank you, we'll contact you as soon as possible!