თამარ მაღულარია

ექიმი-რეპროდუქტოლოგი

``უშვილო წყვილი არ განიცდის ფიზიკურ ტკივილს, მათ სული სტკივათ... და ჩვენ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ თქვენს ტკივილს და გაჩუქათ ის, რაც ყველა თქვენს ტკივილს განკურნავს``

სპეციალობა რეპროდუქტოლოგია
ხარისხი პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
პროფესიული ინტერესები
  • მეანობა-გინეკოლოგია
  • უნაყოფობა
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ძირითადი ინფორმაცია

თამარ მაღულარიას აქტიური სამედიცინო საქმიანობა უნაყოფობის მკურნალობის კუთხით მოსკოვში, ენდოკრინოლოგია-რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში მიღებული მედიცინის დოქტორის წოდების შემდეგ იწყება.

პროფესორმა თამარ მაღულარიამ წარმატებული და მაღალშედეგიანი 30 წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე არაერთ ქართველ და უცხოელ წყვილს აჩუქა შვილის ყოლის ბედნიერება, მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კატეგორიის სერტიფიკატი და დიპლომი, მათ შორის რადიოლოგიის, სამედიცინო მენეჯმენტის, ენდოკრინოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით.

თამარი საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა, გახლავთ UNFPA / HO პროექტის – FP / RH ტრენერი და UNFPA / RHIYC პროექტის მაგისტრი ტრენერი, აგრეთვე ოჯახის დაგეგმვის პრინციპების ეროვნული სახელმძღვანელოს ავტორი, GPPF საპატიო წევრი, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის და ESHRE-ს წევრი.

განათლება

1985 წ. – ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;
1985-1987 წ.წ. – თბილისისსახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი;
1989-1993 წ.წ. – ქ. მოსკოვის ენდოკრინოლოგიის საკავშირო ცენტრის ასპირანტი;
1993 წლიდან –  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
2006 წლის სექტემბრიდან –მედიცინის დოქტორი.

პროფესიული გამოცდილება

1993- 2010 წ.წ. – ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-გინეკოლოგი;
1999-დღემდე თბილისის სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის პროფესორი;
2010 – 2015 წწ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-რეპროდუქტოლოგი;
2015 – 2017 წწ. სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“, ექიმი-რეპროდუქტოლოგი;
2017 – 2019 წწ. სამედიცინო ცენტრი „ორსმედი“, ექიმი-რეპროდუქტოლოგი;
2018-2019 წწ. – მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი;
2019 წლიდან – დღემდე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი