ლალი გოგია

ექიმი რადიოლოგი

„სამყაროს გულისცემა აქ ჩვენს მონიტორზე იწყება თქვენთვის, ვისაც ოცნებად გექცათ შვილის დაბადება, მისი პირველი ფოტოც აქ იბეჭდება, და სიამოვნებით გავიზიარებთ თქვენს სიხარულს, გვიხარია, რომ ვართ თქვენს ცხოვრებაში ამ დიდი სასწაულის მოწმე.“

სპეციალობა რადიოლოგია
პროფესიული ინტერესები
  • რადიოლოგია
  • ექოსკოპია
  • ინ ვიტრო

ძირითადი ინფორმაცია

ლალი ჩვენი ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი და განათლებული ექიმია. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მას მიენიჭა რადიოლოგის კვალიფიკაცია შუპიკის ასპირანტურის სამედიცინო აკადემიაში.

რეზიდენტურა კიევის რეგიონალურ საავადმყოფოში (ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება, რენტგენის კაბინეტი) გაიარა და უკვე 10 წელია მუშაობს ექოსკოპისტად მუცლის ღრუს, გინეკოლოგიის, რბილი ქსოვილების, ლიმფური კვანძების, სარძევე ჯირკვლების, ენდოკრინოლოგია – ულტრასონოგრაფია და მონიტორინგის მიმართულებით.

კვალიფიცირებულია სიმსივნური წარმონაქმნების წინასაოპერაციო მარკირებასა და სიმსივნური წარმონაქმნების დამიზნებით ასპირაციულ ბიოფსიებზე.

განათლება

2003-2005 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯი.
2005-2011 წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სამკურნალო საქმე.
2011-2013 წწ. ქ. კიევის პ.ლ. შუპიკის სახელობის სამედიცინო აკადემია, რადიოლოგიის კათედრა – დიპლომის შემდგომი განათლება (კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა რადიოლოგია).
განათლების სერთიფიკატი – ულტრაბგერითი სასწავლო ცენტრი „ჯეოჯეფი“- თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის ულტრაბგერითი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტის (ფილადელფია, აშშ) ფილიალი საქართველოში.

პროფესიული გამოცდილება

ქ.კიევი, ბირთვული მედიცინისა და სხივური დიაგნოსტიკისინსტიტუტი – ორდინატორი
ქ.კიევის რაიონული საავადმყოფოს ყბა სახის ქირურგიის განყოფილების ორდინატორი
კლინიკა „კურაციოს“ ექიმი რენტგენოლოგის ასისტენტი
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი – ექოსკოპისტის ასისტენტი
კლინიკა „მედალფა“ (კასპი) – ექიმი რადიოლოგი
შპს „პირველი საავადმყოფო“ – ექიმი რადიოლოგი
კლინიკა „ჰემა“ (ახალქალაქი) – ექიმი რადიოლოგი
2017 წლიდან დღემდე – ქ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ექიმი რადიოლოგი
2019-დღემდე-ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი-ექიმი რადიოლოგი

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი