სასურველი დონორის ან სუროგატი დედის მოძებნა ხანგრძლივი პროცესია, ხშირად არ იცი საიდან დაიწყო, ეძებო ყველაზე საიმედო, სანდო ადამიანი, ვისაც ანდობ შენს ოცნებას, შეარჩიო ყველაზე შესაფერისი და მშობლებთან მიახლოებული ფენოტიპი… ჩნდება ბევრი კითხვა და გამოუცდელი წყვილისთვის ბევრი დაბრკოლება.
ძიების არაერთი გზა და მეთოდი არსებობს, კომპანიაც და სააგენტოც არაა ცოტა, საუკეთესო გადაწყვეტილება კი ერთია, არ იყოთ ამ გზაზე მარტო, ენდოთ ჩვენს სპეციალისტს და მასთან ერთად იპოვნოთ ის, ვისაც ეძებთ, დიახ, ძიებიდან თქვენი შვილის დაბადებამდე ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიულ ნაწილში.