უნაყოფობის დაძლევის გზა – სუროგაცია-დონაცია

როდესაც წყვილს არა აქვს უნარი საკუთარი რესურსით მიიღოს ემბრიონი, უნაყოფობის დაძლევა მხოლოდ დონორის სასქესო უჯრედებით – სპერმით ან კვერცხუჯრედებით არის შესაძლებელი. როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი განაყოფიერების საშუალებას არ იძლევა, ის შეიძლება დონორის კვერცხუჯრედით შეიცვალოს.

კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამის შედეგად მსოფლიოში პირველი ბავშვი 1982 წელს ავსტრალიაში, Monash IVF ცენტრში დაიბადა. თავდაპირველად კვერცხუჯრედის რეციპიენტებს (მიმღებებს) წარმოადგენდნენ საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მქონე ქალები, ბოლო ხანს კი ამპროგრამის გამოყენების ჩვენებები გაფართოვდა და მოიცვა როგორც პოსტკასტრაციული (ქირურგიული ან ქიმიოთერაპიის შემდგომი) მდგომარეობის მქონე, ისეე.წ. Poor responder (სტიმულაციაზე ცუდი პასუხის მქონე) პაციენტები,  ანუ ყველა ის ქალი, რომელთა საკვერცხეებში არ მწიფდება ოოციტები ანრომელთა კვერცხუჯრედები ჯანმრთელი ემბრიონების განვითარების საშუალებას არ იძლევა. ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით ასეთი პაციენტებისთვი სერთადერთი გამოსავალია.

კვერცხ უჯრედის დონორი შეიძლება გახდეს 21-დან 35 წლამდე ასაკის ქალი. გამოკვლევებმა უნდა დაადასტუროს, რომ ის სავსებით ჯანმრთელია , როგორც რეპროდუქტოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. დონორის კვერცხუჯრედები ინვიტრო მეთოდით ნაყოფიერდება.

მედიკამენტური სტიმულაცია უტარდება დონორ ქალს, ხოლო დედა-რეციპიენტის საშვილოსნოს ღრუ იმპლატანციისთვის მზადდება. დონორი ქალისგან მიღებული ოოციტები ინვიტრო პირობებში ნაყოფიერდება პარტნიორის სპერმით, ხოლო მიღებული ემბრიონები რეციპიენტის საშვილოსნოში გადააქვთ.

უნაყოფო მამაკაცების გარკვეულ ნაწილს რეპროდუქციული პათოლოგია აღენიშნება და ზოგჯერ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებსაც კი არ შეუძლია მათი პრობლემის მოგვარება – გენეტიკური შთამომავლობის მიცემა. დაახლოებით რვა უშვილო წყვილიდან ერთს სამედიცინო ჩვენებით სპერმის დონორის გამოყენება სჭირდება.

დონორის სპერმით სარგებლობენ ქალებიც, რომელთაც არ ჰყავთ პარტნიორები, მაგრამ შვილის გაჩენა სურთ.

კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაციის შედეგად მიღებული ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივ პოპულაციაში ბუნებრივად დამდგარი ორსულობის დროს.

სუროგატი დედები უნაყოფოწყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარებიან. მათ ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ  აქვთ. სუროგატი დედის დახმარება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც:

ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ);

მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობასთან;

ჭირს ორსულობის ბოლომდე მიყვანა (მიომური, ადენო მიოზური კვანძები, ჩვეული აბორტის მქონე პაციენტების საშვილოსნო);

პრობლემურია ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;

ქალს არ აქვს დაორსულების საშუალება (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადება, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.).

სუროგაციის პროგრამით მედიკამენტური სტიმულაცია უტარდება ბიოლოგიურ დედას, მისი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება მეუღლის სპერმატოზოიდით და მიღებული ემბრიონები წინასწარმომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაგვაქვს. ორსულობა ბუნებრივად გრძელდება. დაბადებული ბავშვი გენეტიკურად საკუთარი მშობლების შვილია. ხელოვნური განაყოფიერების საკითხი განსაკუთრებით რთული და სათუთი თემაა ბიო სამედიცინო ეთიკის დარგში. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კანონმდებლობით (1997 წელს მიღებული კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) ნებადართულია.

Leave a reply