თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური თერაპია – ინოვაცია რეპროდუქციულ მედიცინაში უშვილობის დასაძლევად

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთ-ერთი პირველია საქართველოს რეპროდუქციული მედიცინის არეალში, რომელმაც დანერგა თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური თერაპია და ამით  არაერთ უიმედო ქალს გამრავლების კიდევ ერთ შანსი მისცა.

რა არის PRP მეთოდი და რამდენად გაზრდის უნაყოფობის მკურნალობის შედეგებს?

მედიცინაში არც თუ ისე ბევრია  სამკურნალო მეთოდი, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანაბარი წარმატებით გამოიყენება, კიდევ უფრო ნაკლებია მათი  ერთნაირად  ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ეფექტურობა.  თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური თერაპია(PRP)წარმოადგენს სწორედ იმ ერთ-ერთ იშვიათ   ინოვაციური სამკურნალო მეთოდს  თანამედროვე მედიცინაში, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი,  აახალგაზრდავებს და აღადგენს ქსოვილებს უჯრედის დონეზე. PRP  თერაპიას უკვე წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაში, ორთოპედიაში, ნევროლოგიაში, ტრავმატოლოგიაში და ა.შ.

ახლა უკვე PRP  თერაპია  დაინერგა გინეკოლოგიაში, რეპროდუქტოლოგიასა და უროლოგიაშიც.

PRP მეთოდი იყენებს თრომბოციტებით მდიდარ პლაზმას და ეს არის თერაპია, რომელიც პირველად გამოიყენეს თითქმის სამი ათწლეული წლის წინ და ბოლო რამდენიმე წელია ექიმებმა დაიწყეს მისი გამოყენება უროლოგიური, რეპროდუქციული და გინეკოლოგიური პრობლემების  სამკურნალოდ.  აღნიშნული  მეთოდი არ გულისხმობს მედიკამენტებს, ინვაზიურ ქირურგიულ პროცედურებს ან ძვირადღირებულ სამედიცინო აღჭურვილობას. თრომბოციტებით გამდიდრებულ პლაზმას იღებენ პაციენტის პერიფერიული ვენური  სისხლიდან, ცენტრიფუგირებისა და  სათანადო  დამუშავების შემდეგ, აღნიშნული პლაზმა მიკროინექციების სახით   გამოიყენება იმ ორგანოებში ,რომელიც საჭიროებს დახმარებას. თრომბოპლაზმაში მაღალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი ჰორმონები, პეპტიდები, ვიტამინები და ზრდის ფაქტორები, რაც უზრუნველყოფს PRP თერაპიის სამკურნალო თვისებებს:     ასტიმულირებს ქსოვილების ზრდას, ებრძვის ანთებით პროცესს, ამცირებს ტკივილს , მარტივად რომ ვთქვათ, ეხმარება სხეულის კონკრეტულ უბანს მასში არსებული რეზერვის რეალიზებასა  და სრული სიმძლავრით  ფუნქციონირებაში.

PRP თერაპიის უპირატესობანი  რეპროდუქტოლოგიაში, გინეკოლოგიასა და უროლოგიაში  შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად: გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი, ჰორმონოთერაპიის  გარკვეული ალტერნატივა, მისი ფასი,  გვერდითი მოვლენების , გართულებებისა და სასიცოცხლო რისკების სიმცირე. ასევე საგულისხმოა, რომ პროცედურის შესრულებას არ  სჭირდება დიდი დრო. მასტიმულირებელი და“ გამაახალგაზრდავებელი“ თვისებების გამო აქტიურდება საკვერცხეების ფუნქცია, რაც ასახვას პოულობს კვერცხუჯრედის ხარისხზე და შესაბამისად პაციენტის პერპოდუქციული პოტენციალი უმჯობესდება.

PRP ასეთივე წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი ქრონიკული გინეკოლოგიური  დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ვულვის კრაუროზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია და ლეიკოპლაკია, ქრონიკული სალპინგოოფორიტი და ენდოცერვიციტი და სხვა,  რაც მთავარია უნაყოფობის დროს , რომელიც განპირობებულია მწირი ფოლიკულური რეზერვით.

საკვერცხეების PRP  თერაპიის დროს თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის მიკროინექციები კეთდება საკვერცხეებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცედურის ხანგრძლივობა  მცირეა და სრულდება ინტრავენური ანესთეზიის ფონზე. შედეგი დგება 1-6 თვეში. საკვერცხეების პლაზმოლიფტინგის პროცედურამდე,  რა თქმა უნდა, რეკომენდებულია კლინიკო-ლაბოლატორიული გამოკვლევების ჩატარება.

Leave a reply