ნანატრი ორსულობა დადგა… – თამარ ნადირაშვილის ბლოგი

და აი,  ახდა თქვენი ოცნება და  საურველმა ფრაზამ – ” გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ” – თქვენი ექიმისგან, გული აგიფრიალათ. მნიშვნელოვანი პრობლემები უკან დარჩა, თქვენ ერთად ბევრი დაძაბული მომენტის გადატანა მოგიწიათ, ბევრი იბრძოლეთ და სასურველი შედეგი დადგა, თუმცა, მთავარი შედეგი ხომ ბავშვის დაბადებაა, ასე რომ ბრძოლა ახალი სიცოცხლისათვის თქვენთვის ჯერ არ დამთავრებულა

ორსულობას IVF-ის შემდეგ აქვს თავისი სპეციფიკური მომენტები

ინ ვიტრო განაყოფიერების პაციენტები უმეტეს შემთხვევაში  35 წელზე უფროსი ასაკის ქალები არიან,  ამ ასაკში კი ქალს, როგორც წესი, ეწყება გარკვეული სახის ცვლილებები  (წნევა, “თირკმელები”, “ვენები”, შაკიკი და ა.შ.)  ორსულობისას ეს ცვლილებები კიდევ უფრო მკვეთრად იჩენს თავს და ხელს უშლის ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას.

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დამდგარი ორსულობის პირველ ეტაპზე

  • თუ პარტნიორს ჰქონდა სპერმის არადამაკმაყოფილებელი ხარისხი, მაშინ გენეტიკური დარღვევების მქონე ემბრიონის წარმოქმნის რისკი იზრდება, რის გამოც ემბრიონმა შეიძლება შეწყვიტოს განვითარება ადრეულ ეტაპებზე. ემბრიონის გადატანის მომზადებისას ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები (ესტრადიოლი და პროგესტერონი), რომელიც გრძელდება ემბრიონების გადატანის შემდეგ. მასში შედის, როგორც წესი, რამდენიმე ჰორმონალური პრეპარატი, ანტიკოაგულანტები, ვიტამინები. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია პრედნიზოლონის პრეპარატების მიღებაც, ორგანიზმის შესაძლო იმუნური აგრესიის ჩასაქრობად. გადატანის შემდეგ დანიშნული პრეპარატები თანდათან უნდა გაუქმდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მაშინ ის უსაფრთხო იქნება.
  • მცირე სისხლიანი გამონადენი ორსულობის დროს (8 კვირამდე) უფრო ხშირად არის დაკავშირებული არსებულ ჰემატომასთან. ზოგადად, საშიში არ არის, მაგრამ ზოგჯერ მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში, ამის შესახებ ექიმი დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ. ასევე მცირე სისხლიანი გამონადენი შესაძლებია იყოს მაშინ, როდესაც ორსულობა არ ვითარდება.
  • ჰორმონალური სტიმულაციის შემდეგ, სისხლის კოაგულაციის სისტემის დარღვევებთან დაკავშირებული გართულებების შესაძლო რისკების გათვალისწინებით, ტარდება სისხლის კოაგულაციის ფაქტორების რეგულარული მონიტორინგი და  საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა. არ უნდა შეგეშინდეთ იმ წამლების, რომლებსაც ექიმი დანიშნავს ემბრიონის გადატანის შემდეგ: უპირველეს ყოვლისა , აბსოლუტურად ყველა ექიმი თავისი პაციენტის მკურნალობისას ხელმძღვანელობს „არ დააზიანო“ პრინციპებით. ხშირად ქალებს ეშინიათ , როდესაც წამლების ინსტრუქციებში კითხულობენ, რომ ორსულობის დროს უკუჩვენებები აქვს მედიკამენტს. მაგრამ დღეს გამოყენებული ყველა დამხმარე სქემა შემუშავებულია ემბრიონის იმპლანტაციის დროს გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ სამეცნიერო მონაცემების გათვალისწინებით, მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ პრეპარატების გამოყენება არ დააზარალებს პატარას სწორი ინდივიდუალური მიდგომით.
hCG-ზე სისხლის ტესტის დადებითი შედეგიდან 10-14 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს ექოსკოპია ორსულობის დასადასტურებლად.
როგორც წესი, 5-6 კვირიდან საშვილოსნოს ღრუში ვხედავთ სანაყოფე პარკს ემბრიონთან ერთად. ამასთან, აღინიშნება მისი გულის აქტივობაც, რაც განვითარებული ორსულობის ნიშანია. მას შემდეგ, რაც ნაყოფის გულისცემა დაფიქსირდა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ორსულობაზე.
ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა პრენატალური სკრინინგი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამორიცხოთ ემბრიონის გენეტიკური პათოლოგია ორსულობის ადრეულ ეტაპზე. პირველად ტარდება ორსულობის 9-13 კვირის პერიოდში. მეორე სკრინინგი ტარდება გესტაციის 16-22 კვირაზე. მესამედ სკრინინგი ტარდება 32-34 კვირაში.

ორსულობის 12 კვირის შემდეგ, IVF პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ საშვილოსნოს ყელის სისუსტესთან დაკავშირებული ნაადრევი მშობიარობა (ამას ეწოდება ისთმიურ-საშვილოსნოს ყელის უკმარისობა (ICI)). მისი ძირითადი მიზეზებია მრავალჯერადი ორსულობა, ჰორმონალური დისბალანსი, საშვილოსნოს ყელის ანატომიური ცვლილებები. ამავდროულად, ტარდება საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის დინამიური მონიტორინგი ულტრაბგერით. ჩვენების არსებობის შემთხვევაში ICI-ის ქირურგიული კორექცია ტარდება საშვილოსნოს ყელის შეკერვით.

კითხვების შემთხვევაში მომმართეთ აქვე, ან პირად გვერდზე

მშვიდ ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ.

Leave a reply