ინგა – “ჩემი ოჯახის მესამე სუნთქვა აქ დაიბადა!”

5 წელი ვოცნებობდი, რომ ეს გულისცემა გამეგონა ჩემს სხეულში, არ ვიშურებდით ძალას, ენერგიას, დროს ფინანსებს, სად არ ვიყავით, ვის არ მივმართეთ, ყველა რესურსი ამოვწურეთ, დაგვრჩა მხოლოდ ოცნება.. ამ დროს, თითქოს ჩვენთვის დაიბადა გუნდი, რომელმაც 2018 წელს გვიხმო და მოგვმართა, ჩვენ ოცნებას ავასრულებთ “შენთვისო”, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი ჩემთვის მხოლოდ კლინიკა არ იყო, ის გახდა ოჯახი, რომელიც ისეთივე გულისცემით ელოდა ახალი სიცოცხლის დაბადებას ჩემს სხეულში, როგორც მე და ჩემი მეუღლე, პირველ ფოტოს ერთად დავხედეთ და პირველი გულისცემაც ერთად მოვისმინეთ, ისინი ჩემი ცხოვრების მთავარი სასწაულის და ბედნიერების თანამოზიარენი გახდნენ, ნინო ექიმმა დანაპირები შემისრულა, პირველი შეხვედრისთანავე დამარწმუნა, შენ აუცილებლად გახდები დედაო, მადლობა ჩემს მაია ექიმს, რომელიც ანასტასიას ჩასახვის დღიდან ყველა ეტაპს აკონტროლებდა და ჩვენს გვერდით იყო, აქ სასწაულები ხდება, თან ისე უბრალოდ და ჩვეულებრივად, როგორც მარტივი ყოველდღიურობა, მე და ანასტასიაც ჯიჯიარსელები ვართ და ჩვენ აუცილებლად დაბვრუნდებით აქ – შემდეგი ახალი სიცოცხლისათვის!

Leave a reply