GGRC – რეპუტაციით და ნდობით გამარჯვებული ბრენდი
„ქართული ბრენდის დღე“ საქართველოში წელს მეცხრამეტედ გაიმართა. ღონისძიებაზე მოწინავე კომპანიები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს, მათ შორის – რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ–პერსონა და სხვა.
ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ გამარჯვებული ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC გახდა
„ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი ორი წელია რაც არსებობს ამ დროის განმავლობაში იოლად მოიპოვა პაციენტთა ნდობა და დაიმკვიდრა ღირსეული რეპუტაცია სამედიცინო სფეროში. პირველ რიგში ეს იმ მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის დამსახურებით, რაც კლინიკას გამორჩეულს და სანდოს ხდის ქართულ სამედიცინო არეალში. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“, რომელიც დაბალშემოსავლიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებს უფინანსებს, უცხოელი პაციენტების მიერ გადახდილი მომსახურების საფასურიდან გარკევული ნაწილი ფონდში ირიცხება და საქართველოს მოქალაქე უშვილო წყვილების დაფინანსებას ხმარდება. უკვე მეორე წელია რეგიონებში უშვილო წყვილთა კვლევებს და კონსულტირებას კლინიკის ექიმები უსასყიდლოდ ახორციელებენ. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის და ფონდის დახმარებით საქართველოში უკვე დაიბადა 200-ზე მეტი პატარა და ამდენივე ოჯახი ელოდება ახალი სიცოცხლის მოვლინებას“ – ქართული ბრენდის დღე 2021
მიუხედავად შექმნილი მწვავე ეპიდვითარებისა, „ქართული ბრენდის დღე 2021“ ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით ჩატარდა. ღონისძიებას ბიზნესელიტასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც ესწრებოდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება იმ 19 წლიან განვითარების ეტაპზე გაამახვილა, რაც „ქართული ბრენდის დღის“ პარალელურად ქართულ ეკონომიკაშიც მიმდინარეობდა.
„მინდა, მოგილოცოთ ქართული ბრენდის დღე, რომელსაც საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა და ასევე ვულოცავ ორგანიზატორებს, რომ ეს პროექტი ეროვნულ ტრადიციად იქცა. თუ კი გადავავლებთ რეტროსპექტივას თვალს, 2003 წელთან შედარებით, ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო გზა აქვს გავლილი როგორც თვითონ ამ დაჯილდოებას, ასევე ქართულ წარმოებას და ქართულ ბიზნესს.
წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში. ასევე საამაყოა, რომ დღეს დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები” – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ღონისძიებას ტრადიციული სამოსის ჩვენების გარეშეც არ ჩაუვლია. „მარიგოლდიმ“ გათანამედროვებული ქართული კოსტიუმების კოლექციიდან „თავადური“ სამოსი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის თანამშრომლებს მოარგო და მოდელების ამპლუაშიც წარმოაჩინა.
„როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა… მას შემდეგ თითქმის ორი ათეული წელი გავიდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ – ნაციონალურ დღესასწაულად იქცა. „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 19 წლისაა და დამეთანხმებით, რომ ეს მთელი ეპოქაა. მასზე სხვადასხვა თაობები გაიზარდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ თავისი არსით, შინაარსით განსხვავებულია, ის არა მარტო ბიზნესის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი მაჯისცემაა.
ჩვენ წლის ბოლოს ყველა მოვლენას ავსახავთ, რაც კი საქართველოს შოუბიზნესში, კულტურულ ცხოვრებაში, მეცნიერებასა და რაც მთავარია, ბიზნესში ხდება. პანდემიის გამო ომგამოვლილმა კომპანიებმა შეძლეს გადარჩენა და ქართული ბრენდის დღე შედგა. მინდა, ყველა გამარჯვებულ ქართულ ბრენდს მივულოცო „ქართული ბრენდის დღე“. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას დავძლევთ და წინ ახალი წარმატებები გველოდება“ – აღნიშნა სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელმა და ქართული ბრენდის დღის ორგანიზატორმა მანანა გეგიძემ.
Leave a reply
Leave a reply