რა არის და რას უნდა ველოდოთ NIPT ტესტისგან?

ორსულობის დადგომა IVF პაციენტებისათვის განსაკუთრებულად დიდი  სიხარულია. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ასეთი ტიპის ორსულობა პირველ ტრიმესტრში განსაკუთრებით საფრთხილო და ყურადსაღებია. ხშირად საჭირო ხდება ხოლმე დამატებითი გამოკვლევების ჩატარება მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად და პროცესის უკეთ სამართავად.

ასეთი დამატებითი ტიპის ერთ-ერთ კველვას წარმოადგენს  არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT) , რომელიც გახლავთ  უსაფრთხო და ძალიან სანდო მეთოდი. ტესტი  99%-ზე მეტი სიზუსტით გვეხმარება,  დავაკვირდეთ ქრომოსომულ ცვლილებებს ნაყოფში.

NIPT-ის ჩატარებით, ორსულობის მე-10 კვირიდან, შესაძლებელია ნაყოფის დნმ-ის დეტექცია და მისი კვლევა ისეთი გავრცელებული ქრომოსომული დარღვევების როგორიცაა:

  • დაუნის სინდრომი (T21)
  • ედვარდსის სინდრომი (T18)
  • პატაუს სინდრომი (T13)
  • სასქესო ქრომოსომების პათოლოგიები. 

GGRC-ში ტესტირება ტარდება ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით, და შედეგებს ინტერპრეტაციას განვიხილავთ  ჩვენს  გენეტიკოსთან ერთად.

   ვინ შეიძლება ჩაიტაროს?

ნებისმიერმა ორსული,  თუმცა განსაკუთრებით რეკომენდებულია 35 წელს ზემოთ ასაკის ქალებისთვის, IVF ორსულობის ან წარსულში გენეტიკური რისკების არსებობის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ NIPT ტესტი არ წარმოადგენს საფრთხეს ორსულობის პროგრესირებისთვის ,  მხოლოდ დედის ვენური სისხლი – არანაირი რისკი ნაყოფისთვის.

ეს ყველაფერი ამ კვლევას პოპულარულ არჩევნად აქცევს მომავალი მშობლებისთვის, რომელთაც სურთ ადრეული და ზუსტი რისკების შეფასება ინვაზიური ტესტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის სკრინინგული ტესტი და არა დიაგნოსტიკური. მაღალი რისკის შედეგი მიუთითებს, რომ ბავშვს აქვს კონკრეტული ქრომოსომული დაავადების ქონის უფრო მაღალი შანსი. ეს არ ნიშნავს დიაგნოზს; დასკვნების დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტირება.

  რა მოხდება NIPT ტესტის შედეგების მიღების შემდეგ?

თუ თქვენი შედეგები მაღალ რისკს აჩვენებს, ექიმმა შეიძლება დაადასტუროს ამნიოცენტეზი ან ქორიონული ხაოს ნიმუშის აღება (CVS). თუ თქვენი შედეგები ნორმალურია, დამატებითი ტესტირება საჭირო არ არის, თუ სხვა შეშფოთება არ წარმოიშობა.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის — ჩვენთან ერთად ყველაფერს მეტი სიმშვიდით შეხვდებით.

GGRC — ადგილი, სადაც ზრუნვა სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით იწყება.

Leave a reply