მე-3 საერთაშორისო კონფერენცია 18-19 სექტემბერს გაიმართება
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ეგიდით და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით 2022 წლის 18-19 სექტემბერს სასტუმრო „ბილთმორ თბილისში“ მესამე საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“ გაიმართება.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ სხვადასხვა ქვეყნის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების პრეზიდენტებს და მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებს, ამერიკიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან., ლიტვიდან, ყაზახეთიდან,
კონფერენციის მთავარი თემებია:
„სიახლეები დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებსა და მეთოდებში ”; “გენეტიკური კვლევების მნიშვნელობა რეპროდუქტოლოგიაში“; “ორსულობის მართვა დიაბეტის დროს“ ; „ონკოლოგიური პაციენტების ბიოლოგიური მასალის მიღება“; „უშვილობის მზარდი სტატისტიკა და კვლევები“; “ღეროვანი უჯრედების გამოყოფა და PRP პროცედურა“
წინასწარ დარეგისტრირებული მსმენელი მონაწილეობას მიიღებს ვორქშოფში, რომელიც გაიმართება GGRC-ის საოპერაციო ბლოკსა და ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში.
ვორქშოფის თემა – “ღეროვანი უჯრედების გამოყოფა და PRP პროცედურა“
პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის N14 სხდომის გადაწყვეტილებით კონფერენციის ფორმატის პროგრამას – „უშვილობა 35+“, (აკრ. N C0359) მიენიჭა 1 ტიპის 9 უპგ ქულა „რეპროდუქტოლოგიის“, “მეან-გინეკოლოგიის“, “უროლოგიის“, “კლინიკური ონკოლოგიის“, „ენდოკრინოლოგიისა“ და „ონკოქირურგიაში“ სერტიფიცირებული ექიმებისთვის.
კონფერენციის დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ტრადიციულად, , საქართველოს მოქალაქეებისთვის, კონფერენციაზე დასწრება წელსაც უფასოა
კონფერენციაზე დასწრების მსურველები რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
I want to attend the conference
Replyკონფერენციაში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა https://ivfggrc.com/conference/
ReplyI AM VERY HAPPY TO PARTICIPATE IN YOUR CONFERENCE
Reply