ანონსი: მე-4 საერთაშორისო კონფერენცია “უნაყოფობა 35+”

  ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ორგანიზებით და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით, 2023 წლის 16-17 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“
 წლევანდელ კონფერენციაში, ჩვენს უცვლელ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რეპროდუქტოლოგიის სფეროს წამყვანი საერთაშორისო კორიფეები:
🔸პროფესორი ანდრეა ჯენაზანი – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, ევროპის გინეკოლოგთა და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციების პრეზიდენტი, პიზას (იტალია) უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
🔸პროფესორი ჰოვარდ კარპი – თელ ავივის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნიქოზიის უნივერსიტეტის საპატიო კლინიკური პროფესორი;
🔸პროფესორი ანდჟეი მილევიჩი – ვროცლავის(პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის პროფესორი, ევროპის, პოლონეთის, ჩეხეთისა და უკრაინის ენდოკრინოლოგთა და გინეკოლოგთა ასოციაციების საპატიო წევრი.
კონფერენციის მთავარი თემაა – ონკოლოგია და ფერტილობა.
ტრადიციულად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
კონფერენციის პროგრამის სანახავად და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

 

Leave a reply