ლამაზი წერტილი მონიტორზე და ვარსკვლავები ჩემს თვალებში
ჩემი ისტორია უნდა მოგიყვეთ,
ისტორია ადამიანებზე, არ დანებებაზე, რომ არ დაგანებებენ იმაზე, იმედზე, მომავალზე და ცხოვრების თავიდან დაწყებაზე.
მე ვარ ლანა, 39 წლის.
პირველად რომ მივედი ჯიჯიარსში, ნინო მუსერიძეს შევხვდი, არ ვიცოდი ვინ იყო, პირველივე ნახვაზე როგორ მომეფერა, არ დამავიწყდება, ისიც კი მახსოვს რა ეცვა, ისე შემომრჩა გონებაში ის ნაპერწკალი რაც მაშინ გამომატანა და ეხლა უკვე ცეცხლია…
ძალიან გრძელი წერილი გამომივა…არ ვიცი მოკლედ როგორ უნდა დავწერო…
რომ არ გავიაროთ ყველა საფეხური, ერთს ვიტყვი, მკურნალობა რომ დავიწყე, ისე გვერდში დამიდგა ყველა…ისე მეხმარებოდა…ინ ვიტროსთვის მომზადება რომ დავიწყე, პირველი ვიზიტი 3 იანვარს მიწევდა…მახსოვს, ქალბატონი თამარ მაღულარია, ჩემს გამო მივიდა კლინიკაში და იჯდა მელოდა სანამ არ ჩავედი. მეგონა სამუშაო დღე იყო და როცა მინდა, მივიდოდი. 2 სთ. იჯდა და მელოდა რომ ჩემთვის ექო გაეკეთებინა…ეს არ დამავიწყდება…სამწუხაროდ, პირველი ინ ვიტრო არ გამოვიდა, ჩემი ანამნეზიდან გამომდინარე, ცოტა რთული იყო შედეგის მიღება…საერთოდაც, ჩემი დედობის ამბავი… შემეშინდა…მაგრამ ერთი წუთითაც არ მომცეს საშუალება რომ დავნებებულიყავი.
არ ვიცი, როცა მოხვდები ამ ადამიანებთან, როცა გაესაუბრები, როცა გეტყვიან რომ შენ დედა უნდა გახდე, ე.ი. შენ დედა გახდები.
ნინო მუსერიძემ მომწერა “ლანა, შენ აუცილებლად გახდები დედა”
კი, მე გავხდი დედა…
10 თებერვალს მქონდა ემბრიო ტრანსფერი…
ჩემი რეპროდუქტოლოგი ახლა თამარა ნადირაშვილია…ეკრანზე ვუყურებდი, როგორ გადავიდა ჩემი ბაია თავის სახლში და ასე ლამაზ თეთრ წერტილად მოთავსდა…
მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, დასასრულიც და დასაწყისიც და დიახ დაიწყო. ახალი ცხოვრება დაიწყო…
დაიწყო იმიტომ , რომ არ დაეზარათ, არ დამანებეს…
დღეს, პირველად ვნახე ჩემი წერტილი, ისეთი ლამაზია.
ხომ ლამაზია?
მოდით და დაიწყეთ ახალი სიცოცხლე…მოდით ამ კარგ ხალხთან…
უნდა დაიჯეროთ, უნდა დაუჯეროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იქნება კიდეც…
მადლობა ყველას, მისაღებში დაცვის ბიჭიდან დაწყებული სანიტარით დამთავრებული. მე თავს სახლში ვგრძნობ
ნინო, ჩემო კარგო ადამიანო, თქვენ განსაკუთრებული მადლობა, ბევრი რამ გააკეთეთ ჩემს გამო, გოგოების გამო ვინც დადიან თქვენთან…ყველას მაგივრადაც გიხდით მადლობას
ხო, მთავარი, ჩვენს თვალებში ისევ გაჩნდა ვარსკვლავები 6 წლის მერე
ლანა, 39 წლის
Leave a reply
არასდროს მქონია სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება) და არასდროს მქონია დაუცველი სექსი. თუმცა, მე მყავდა საყვარელი, რომელსაც იმ დროს გაციება ჰქონდა. მართალი გითხრათ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს მხოლოდ გამონაყარი იყო, რადგან აქამდე არასდროს გვსმენია ჰერპესის შესახებ. ორალური სექსი გვქონდა და ასე დამემართა ჰერპესი. მადლობა ღმერთს, რომ ინტერნეტში ვიპოვე ვუდუს მბრძანებელი, რომელმაც გარკვეული ჯადოსნური შელოცვა მოამზადა და მცენარეული წამალიც მომიმზადა, რომელსაც რწმენით ვსვამდი მხოლოდ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ, როდესაც სხეულში ცვლილებები შევნიშნე, საავადმყოფოში წავედი შესამოწმებლად. up და მე დავადასტურე, რომ მთლიანად განვკურნე ჰერპესისგან (ჰერპესი უარყოფითი). მის წამლებს არ აქვთ გვერდითი მოვლენები, არ არსებობს სპეციალური დიეტა წამლების მიღებისას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მის ელფოსტაზე: voodooconnect60@gmail.com და ასევე WhatsApp +234-8097014925 და მოაგვაროთ თქვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა.
Reply