მადლიერების ნიშნად, ჩვენ გავაგრძელებთ იმ კეთილ საქმეს, რაც თქვენ დაიწყეთ
ჩემი ამბავი მინდა გიამბოთ…
ბევრი წინ და უკან სიარულის შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მიმემართა, რადგან არ იყო მიზეზი და არ დგებოდა ორსულობა ჩემი ანამნეზის მიხედვით…მაგრამ, მოგეხსენებათ, რა თანხებთან არის დაკავშირებული ეს პროცედურა, ამიტომ, ამისთვის ვემზადებოდი ფინანსურად, მორალურად. ამ ქვეყანაში ხომ არაფერი ფინანსდება. ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა სადიაგნოსტიკოდ და არც ისე კარგი სულიერი მდგომარეობა მქონდა…
მოკლედ, ბევრი ფიქრის შემდეგ, მივედი ნინო მუსერიძესთან ჯიჯიარსში. სრულიად უცხო ადამიანთან და ვისაუბრეთ ჩემზე…
მოკლედ რა ხდება. ეკა არის ფონდი შენთვის წარმომადგენელი, ფონდის რომელიც გაგიკვირდებათ და აფინანსებს უშვილო წყვილებს, ფონდი, რომელიც თანშრომლობს კლინიკა ჯიჯიარსთან, რომლის კლინიკური დირექტორიც ქალბატონი ნინოა.
და მე გავხდი ფონდის ბენეფიციარი…
პირველი შეხვედრა
მახსოვს, ნინო რომ შემოვიდა ოთახში, ცისფერი თვალებით და მზისფერი ღიმილით…ჩემი ანალიზების და კვლევების დასტა რომ დავულაგე მაგიდაზე და რომ დაიწყო ყველაფრის კითხვა…რომ დამამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…მე რომ მეშინოდა და რომ მითხრა…იკი, შენ აუცილებლად გახდები დედა, რაც არ უნდა მოხდეს…ყველაფერი გამოგივა…2019 წელი იყო…
წამოვედი და ისევ შემეშინდა… მომერიდა….რომ მე ეკას მეგობარი ვიყავი და მეგონა რომ მაგიტომ მიმიღეს, რომ ფონდი, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის იყო და მე ვიღაცის ადგილს ვიკავებდი და ეკას ყოველთვე ვატყუებდი რომ აი ეხლა მოვალ, აი ეხლა… მერე იქ, სოციალურ ქსელში, იმ ჯგუფში, სადაც ეკა გავიცანი, დავწერე რომ არ მინდოდა იქ მისვლა, რადგან არ მინდოდა სხვისი ადგილის დაკავება, მაშინ მითხრა ეკამ, რომ ფონდი იყო ყველასთვის, ყველა უშვილო წყვილისთვის და ყველას აფინანსებდნენ.
ხო და მივედი როგორც იქნა, წლის ბოლოს…
30 დეკემბერს დამინიშნეს პირველი კურსი
ვიზიტი 3 იანვარს მიწევდა…
თამარ მაღულარიას ჩამაბარეს, უკარგეს რეპროდუქტოლოგს, რადგან 3 იანვარს ვიყავი ჩაწერილი, ვიფიქრე რომ სამუშაო დღე იყო და როცა მინდოდა მივიდოდი, ხო და რაღაცაზე დავრეკე კლინიკაში, რომ არ მიპასუხეს, ქალბატონ თამარს მობილურზე დავურეკე და მითხრა, რომ არ იყო სამუშაო დღე და ის კი მელოდა კლინიკაში…მე ამ დროს გორიდან ვრეკავ…ახალი წელია, არ არის ტაქსები რომ მალე გავიქცე…ხალხო, 2 საათი იჯდა და მელოდებოდა კლინიკაში სანამ არ მივედი…რა მინდა ვთქვა…არ ვიცი, კლინიკაში არის საოცარი გარემო, არიან საოცარი ექიმები…გგონია რომ მთელი ცხოვრება იცნობ, არასოდეს იგრძნობ თავს უხერხულად, სრულად შენზეა მორგებული ყველა ადამიანი, წესრიგი, არანაირი ქაოსი… არანაირი გაუთავებელი რიგები, მიუხედავად იმის რომ საკმაოდ ბევრი პაციენტი ჰყავთ…
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენნაირი პაციენტებისათვის დრო…
იცით ჩუმად რამდენჯერ მიტირია, მონიტორინგის რიგში რომ ვმდგარვარ 2 , 3 სთ. 2 წუთიანი პროცედურის გამო და რომ არავინ გაგიშვებს ურიგოდ, იმიტომ რომ არაფერი გტკივა, არა და გტკივა, ყველაზე მთავარი-სული… იცით რა რთულია, ეს გაუთავებელი რუტინა…
მოკლედ, იმდენი უნდა ვწერო, ვერ დავასრულებ ვერასდროს, საერთოდ არ მიჭირს, არც წერა, არც ლაპარაკი, ამიტომ რამენაირად მალე დავამთავრებ….
მხოლოდ ის მინდა გითხრათ რომ ყველა, ვისაც გაქვთ პრობლემა, ვინც დაქორწინდით, ან გინდათ რომ გყავდეთ შვილი და დაუცველი სექსუალური თანაცხოვრებიდან მაქსიმუმ 2 წელი არ დადგა ორსულობა, მიმართეთ ინ ვიტრო განაყოფიერებას, არაფერი არ არის ამაში არც სასირცხვილო, არც დასამალი და მით უმეტეს უცნაურობა. ამით თქვენ შეძლებთ თქვენი ნერვების გაფრთხილებას, ფინანსების დაზოგვას და იქნებით მშვიდად და მზად დედობისთვის….
10 თებერვალს მქონდა ემბრიო ტრანსფერი…
გუშინ მოვისმინე ჩემი ბაიას გულის ცემა…
გული საგულეში აღარაქვს მას მერე..
ეს ყველაფერი ამათი დამსახურებაა, არ დამანებეს, არ დამტოვეს მარტო…
ჩემს სასწაულმოქმედ თამარ ნადირაშვილს მინდა ვუთხრა კიდევ დიდი მადლობა, რომ ჩემი ბაიას გამოჩენაში დამეხმარა. მადლობა რომ ვუთხარი, ერთერთი ვიზიტის დროს მაშინ მითხრა, შენი მადლობა შენი ორსულობა იქნება, ხო და დაორსულდიო, მეც ავდექი და დავორსულდი.
არ ვიცი რატომ დავიმსახურე ის სიყვარული და ის ხალხი ვინც ამ 1 წელში გვერდში მედგა, ჩემი მეგობრები, კლინიკა, ფონდი… წარმოდგენაც არ გაქვთ რა გააკეთეს ჩემთვის, მადლობა ყველას ერთად, მადლობა რომ ზრუნავთ ხალხზე.
ერთ-ერთი რთული პაციენტი ვიყავი ფონდისთვის და ჩვენ ეს შევძელით.
მადლობა კლინიკის ყველა წევრს.
მიმღებში გვანცა აბაშიძე რომ არ გამოვყო არ შეიძლება, ისეთი ემოციებით გიშვებს, უკვე აღარ გეშინია…(მანამდე რომ თათა იყო, რამდენჯერ გავაოგნე)
ძალიან მიყვარხართ ყველა…
ინგა გოგუაძე, მოემზადეთ ჩემს ასატანად შემდეგი 7 თვე
მადლობა. თქვენ ძალიან კარგი მომავალი მოავლინეთ ამ ქვეყანას, გპირდებით რომ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ კეთილ საქმეს რაც თქვენ დაიწყეთ
იკი ქოთოლაშვილი, 2 თვის ორსული
Leave a reply
Leave a reply