GGRC ESHRE 2025-ზე

პარიზმა, 2025 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ევროპის რეპროდუქციული და ემბრიოლოგიის საზოგადოების (ESHRE) ყოველწლიურ კონგრესს უმასპინძლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი სამეცნიერო ღონისძიება  რეპროდუქციულ მედიცინაში, რომელმაც წელს გააერთიანა 212 წამყვანი კლინიკა და ორგანიზაცია მთელი ევროპიდან.

 

წელს, უკვე მესამედ, საქართველო ამ კონგრესზე წარადგინა  ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა GGRC-მა, რომლის გუნდმაც  მონაწილეობა მიიღო როგორც პროფესიულ შეხვედრებში, ასევე საკუთარი საგამოფენო სივრცით , გაუზიარა საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება,  შედეგები და შეთავაზებები.

 

GGRC-ის კლინიკური დირექტორის, ქალბატონ  ნინო მუსერიძის განცხადებით:

„ეს არ არის მხოლოდ პროფესიული კონგრესი. ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება მომავალი — სიცოცხლის დასაწყისი, ახალი ტექნოლოგიები, და თანაგრძნობის ძალა. ჩვენთვის, GGRC-სთვის, ამ პლატფორმაზე ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო უკვე არის იმ სივრცეში, სადაც ფორმირდება მედიცინის ახალი სტანდარტები.

ESHRE** (European Society of Human Reproduction and Embryology) დაარსდა 1985 წელს და ყოველწლიურად აერთიანებს ათასობით პროფესიონალს, მათ შორის გინეკოლოგებს, ემბრიოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, ფსიქოლოგებს და მკვლევრებს. კონგრესი მნიშვნელოვანი ცენტრია კვლევების გაზიარებისა და კლინიკური მიდგომების დასახვეწად.

GGRC წარმოდგენილი იყო, როგორც კლინიკა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეხმარება ოჯახებს შვილოსნობის გზაზე — და ქმნის იმ გარემოს, სადაც ერთად იწყება ახალი სიცოცხლე

📌

ლოკაცია: Paris Expo Porte de Versailles

Leave a reply