GGRC მორიგ საერთაშორისო რეპროდუქციულ არენაზე!

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს დროშაც აფრიალდა საერთაშორისო რეპროდუქციულ არენაზე! 2025 წლიდან საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია, რომლის პრეზიდენტი გახლავთ GGRC-ის კლინიკური დირექტორი-ქ-ნი ნინო მუსერიძე და ამ ასოციაციის ყოველი წევრი, ოფიციალურად გაწევრიანდება international Federation Of Infertility Societies (IFFS)-ის საზოგადოებაში.

ტოკიოში გამართულ IFFS World Congress-ზე ნინო მუსერიძე გახლდათ ერთ-ერთი სესიის წამყვანი, რომელიც ეხებოდა ონკოფერტილობას, რეგენერაციულ თერაპიას, წარდგენილი იყო ორი პოსტერული მოხსენება ჩვენი ექიმების მიერ..

ასოციაციის წევრობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან IFFS ხელს უწყობს დარგის განვითარებასა და სტანდარტიზაციას, ამ სფეროში განათლებისა და ტრენინგცენტრების აკრედიტაციის საკითხებს..

დარგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც სწორედ ამ ასოციაციას უკავშირდება. მე-20 საერთაშორისო კონგრესი-Human Reproduction- პროფ. არჩილ ხომასურიძის თაოსნობით საქართველოში ჩატარდება 2025 წლის სექტემბერში, ასევე საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციისა და GGRC-ის მხარდაჭერით. კონგრესზე გაიმართება სესია ,,უნაყოფობა 35+”,სადაც  მოწვეულია 20 უცხოელი სპიკერი…

GGRC ყოველთვის ცდილობს დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას და მუდამ გვახარებს ქართველი ექიმების წარმატება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სარბიელზე.

 

Leave a reply