D ვიტამინის როლი იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში

ენდოკრინოლოგი ნია მეტონიძე (კვლევის ავტორი)

არსებობს თუ არა კავშირი D ვიტამინის დონესა და COVID-19-ის მიმდინარეობას შორის?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩატარდა კვლევა:  “Serum 25-hydroxyvitamin D levels and health outcomes of hospitalization owing to COVID-19

კვლევის მიზანი იყო დადგენა ზრდის თუ არა D ვიტამინის დეფიციტი ჰოსპიტალიზაციის, დაავადების მძიმე მიმდინარეობის ან ლეტალობის რისკს.

ჩატარდა რეტროსპექტული, ჯვარედინ-სექციური კვლევა. მასში მონაწილეობდა 384 ადამიანი. საკვლევი პირები განაწილდა 3 ჯგუფში D ვიტამინის დონის მიხედვით:

1 ჯგუფი: 25(OH)D<12ნგ/მლ

2 ჯგუფი: 25(OH)D=12-20ნგ/მლ

3 ჯგუფი: 25(OH)D>20ნგ/მლ

კვლევის მთავარი მიგნებები:

  • D ვიტამინის მწვავე დეფიციტი ასოცირებული იყო COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობასთან.
  • D ვიტამინის მწვავე დეფიტის ჯფუფში მეტი იყო ჰოსპიტალიზაციის ალბათობა.
  • ⁠D ვიტამინის ოპტიმალური დონე ასოცირებული იყო დაავადების გართულებების ნაკლებ ალბათობასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მიუთითებს ასოციაციას D ვიტამინის დონესა და კორონა ვირუსის მიმდინარეობას შორის და არა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებაში.  D ვიტამინის ოპტიმალური დონე აუცილებელია ორგანიზმისთვის.

რა არის D ვიტამინის წყარო:

  • მზეზე საკმარისი ექსპოზიცია
  • D ვიტამინით მდიდარი საკვები(თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები)
  • D ვიტამინის დანამატები (ექიმის დანიშნულებით)

რეკომენდაცია: ჩაიტარეთ კვლევა D ვიტამინზე და მიიღეთ ვიტამინის საჭირო დოზა ექიმის დანიშნულებით.

Leave a reply