ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის და საქართველოს ონკოფერტილობის ასოცოაციის ორგანიზებით, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების მხადაჭერით, 2024 წლის 21-22 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება მეხუთე საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“.
კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
მომხსენებელთა შორის არიან სფეროს წამყვანი ექიმები კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან.
კონფერენცია გაიმართება ორ სესიად
პირველი სესია – 21 სექტემბერი (2 უპგ ქულა)
მეორე სესია – 22 სექტემბერი (6 უპგ ქულა ): (დარბაზი1) ან (დარბაზი 2)
22 სექტემბერს დელეგატს დასწრება შეუძლია მხოლოდ ერთ სესიაზე, გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამას და შეარჩიოთ დარბაზი
პროგრამა იხილეთ აქ:
21 სექტემბერი
22 სექტემბერი – დარბაზი 1
22 სექტემბერი – დარბაზი 2
უპგ ქულების ადგილები შეზღუდულია, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე.
უპგ ქულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, უროლოგებს, ენდოკრინოლოგებს, ონკოლოგებს.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა
საქართველოს მოქალაქეებისთვის, კონფერენციაზე დასწრება უფასოა
რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Medical Times სტატიის გამოსაქვეყნებლად დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ აქ განცხადების მიღება
გამოსაქვეყნებელი მასალები, გთხოვთ, 15 აგვისტომდე გამოგზავნოთ შემდეგ e-mail: confrance@ivfggrc.com; journal@ivfggrc.com