ჩვენ გავცემთ გულებს…
კიდევ ერთი გული ხელისგულზე!
იცით რა მაოცებს? ჩემივე ინტუიცია… როდესაც პაციენტი ჩემთან მოდის სკრინინგის შემდეგ, სადაც ის ნაყოფის გულისცემას პირველად ისმენს, მე მას გულს ვაძლევ, როგორც ორსულობის თილისმას. მშობიარობის შემდეგ ჩემი პაციენტები ამ გულს ახალშობილს ხელისგულზე უდებენ და მიგზავნიან ფოტოს. ყოველ ასეთ ფოტოზე სასწაულ ემოციას ვგრძნობ და დიდ სიყვარულს თქვენგან! რომ გულის ფერი შეესაბამება ბავშვის სქესს და ჩემი ინტუიცია, ყოველთვის ამართლებს. როგორ ხდება ეს? ვერ ვიგებ….
დღეს ეს განსაკუთრებული გულიანი ფოტო მივიღე, ძალიან მძიმე პაციენტისგან, 37 წლის, პირველადი უნაყოფობა, გაცრუებული იმედები…. მას ცხოვრებაში არ ჰქონია საკუთარი ციკლი, შანსი ძალიან მცირე იყო. სათანადო გამოკვლევისა და მკურნალობის შემდეგ, ორსულობა საკუთარი კვერცხუჯრედით პირველივე მცდელობით მივიღეთ! მშობიარობა, ჯამრთელი ბიჭი, ჯანმრთელი დედა! ჩემს არქივში კიდევ ერთი გულიანი თათუნა.
გულით ნაკეთები საქმე ბადებს გულებს <3
სიყვარულით, ნატო შამუგია, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
Leave a reply
Leave a reply