პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა- როგორ განვსაზღვროთ გენეტიკური დაავადებების რისკი IVF მეთოდით განაყოფიერებისას
პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, შეიძლება თუ არა IVF -ის საშუალებით მემკვიდრეული დაავადებების თავიდან აცილება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ტარდება პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა. IVF სპეციალისტებისთვის უმთავრესია დაიბადოს ჯანმრთელი ბავში, ამიტომაც გარდა იმისა, რომ მათ შეუძლიათ დააკვირდნენ კვერცხუჯრედებსა და ემბიონებს, ასევე შესაძლებელია მათი ქრომოსომებისა და გენების გამოკვლევაც. შესაბამისად, ბევრი მემკვიდრეული დაავადებების დიაგნოსტირებაც.
დიაგნოზი საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის გადატანამდე ისმება, ამიტომ ამ გამოკვლევას უწოდებენ ,,პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ დიაგნოსტიკას“ე.წ. PGD-დიაგნოსტიკა, რომელიც ხორციელდება ემბიონის ენდომეტრიუმზე მიმაგრებამდე (იმპლანტაციამდე), ანუ ორსულობის დადგომამდე. ამ დროს ტარდება ე.წ. მონოგენური დაავადებების გამოკვლევა, რომელიც მომავალ ბავშვს თავიდან ააცილებს ოჯახურ მემკვიდრეულ დაავადებებს.
PGD-ის მეორე ვარიანტია- პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი-PGS, როდესაც ხდება ქრომოსომების ნაკრების ანალიზი(დაუნის, პატაუს და სხვა) და სინდრომების გამოსავლენა დაორსულებამდე. ამ სახის კვლევის ჩატარება რეკომნდებულია რისკის ჯგუფში შემავალი ქალებისთვის, მაგალითად: თვითნებური აბორტი, წარუმატებლობის შემთხვევები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამებში, ასევე უფროსი რეპროდუქციული ასაკის ქალები და ა.შ.
ამასთანავე, დამტკიცებულია, რომ ყველა ეს მანიპულაცია სრულად უვნებელია ბავშვისთვის და არანაირად არ აისახება მის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე!
არსებული მეთოდის ძირითადი უპირატესობა ისაა, რომ აქამდე, დაავადებული ბავშვის არდაბადება შესაძლებელი იყო, მხოლოდ ორსულობის შეწყვეტის გზით. დიდი ხნის ნანატრი ორსულობის შეწყვეტა კი, დამატებით, დიდ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებდა მშობლებს. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, ემბრიონის სკრინინგი ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო პროცედურაა IVF მეთოდით განაყოფიერებისას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ონლაინკლინიკით
☎️ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 544 448 343
Leave a reply
Leave a reply