მე-4 საერთაშორისო კონფერენცია “უნაყოფობა 35+”
2023 წლის 16-17 სექტემბერს საქართველომ უკვე მეოთხედ უმასპინძლება საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო კონფერენციას „უნაყოფობა 35+“
ღონისძიება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ორგანიზებით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით ჩატარდა.
ტრადიციულად კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგნენ რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები ამერიკიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; კონფერენციაზე საპატიო სტუმრებს შორის ადამიანის რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრებიც იყვნენ.
მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით, ქართული სკოლა რეპროდუქციული მედიცინის, პროფესორ ხომასურიძის თაოსნობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა, ჩვენ მათ ვიცნობთ ევროპის სა=ხვადასხვა ქვეყნებში მოხსენებებით და ყოველთვის შთამბეჭდავი იყო მათი ზრდა ძალიან მოკლე დროში, დღევანდელი კონფერენციაც ამისი დასტურია, მაღალი დონის, საუკეთესო სპიკერებით, მოხსენებებით, მოლოდინს გადააჭარბა”.
საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, ასეთი მასშტაბური და ინფორმატიული კონფერენციები დღეს იშვიათია, აღსანიშნავია ქართველი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი, საინტერესო შემთხვევები გამოიტანეს განსახილველად ახალგაზრდა ექიმებმა, კონფერენციას ესწრებოდნენ რეზიდენტები, სტუდენტები, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სემინარები, ყოჩაღ ორგანიზატორებს, ასეთი შთამბეჭდავი 2 დღისთვის!
სხვაგვარად არც ველოდი, მე მეორედ ვარ საქართველოში, პროფესორ ხომასურიძის მოწვევივით უკვე ვიყავი ერთხელ და სიამოვნებით დავთანხმდი მოწვევას საქართველოდან ამჯერადაც, ეს იყო მაღალი დონის კონფერენცია ჩვეული ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურით, მაღარლ დონეზე ორგანიზებული, ძალიან საინტერესო მოხსენებებით ჩვენი კოლეგების მხრიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ახალგაზრდა ექიმების ახლებური ხედვა და მიზანდასახულობა, მადლობა ორგანიზატორებს 2 ნაყოფიერი დღისთვის
გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს „ფერტილობის შენარჩუნება ონკოლოგიურ პაციენტებში“ პრეზენტაცია.
კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, წინასწარ დარეგისტრირებულ ექიმებს მიენიჭათ 8 კრედიტქულა.
Leave a reply
Leave a reply