
ერევანში GGRC Armenia გაიხსნა!
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი რეპროდუქციული ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ეხმარება ოჯახებს შვილოსნობის ოცნების ახდენაში, ახალ ფილიალს ხსნის ერევანში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არამარტო კლინიკის გაფართოებისთვის, არამედ რეგიონში რეპროდუქციული მედიცინის განვითარებისთვისაც.
ახალი ფილიალი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი იქნება და მის მთავარ მიმართულებებს ინვიტრო განაყოფიერება (IVF), დიაგნოსტიკა, უშვილობის მკურნალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაძლიერება შეადგენს. კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უკვე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, ერევანში მცხოვრებ ადამიანებს საერთაშორისო დონის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.
ახალი ფილიალის გახსნა არა მხოლოდ ქართულ-სომხური სამედიცინო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს, არამედ მთელ რეგიონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
GGRC Armenia –მ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. გილოცავთ! მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა სომხეთში გაგეხსნათ წარმომადგენლობა, რატომ შეარჩიეთ ეს ბაზარი და რა დადებითი გავლენის მოტანას ელოდებით ამ ნაბიჯისგან როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ფილიალების მუშაობის მიმართულებით?
– GGRC – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი საქართველოში დაიბადა, როგორც საერთაშორისო კლასის კლინიკა და მისი დაარსების იდეაშივე იდო რეპროდუქციული ცენტრების მიმართულებით ჩვენი საქმიანობის მსოფლიოს მასშტაბით გაფართოება. ამ ეტაპზე კი GGRC-ის მთავარი მისიაა მაღალი ხარისხის რეპროდუქციული მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონში. ჩვენი გამოცდილება საქართველოში გვაჩვენებს, რომ ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მოთხოვნას არ აქვს საზღვრები. სომხეთი ბუნებრივად გახდა ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არსებობს მზარდი მოთხოვნა უნაყოფობის მკურნალობის ინოვაციურ რეპროდუქციულ მეთოდებზე.
ჩვენი ფილიალის გახსნა ერევანში კიდევ უფრო გაამყარებს GGRC-ის პოზიციებს რეგიონის მასშტაბით. ამ ნაბიჯით ვზრდით ჩვენს ქსელს, ვაძლიერებთ გამოცდილების გაზიარების კულტურას და ვცდილობთ, რომ პაციენტებისთვის უფრო ეფექტური და სწრაფი მომსახურება შევქმნათ. ამავდროულად, თანამშრომლობის გაღრმავება საშუალებას მოგვცემს, ინოვაციური მეთოდები ორივე ქვეყანაში წარმატებით დავნერგოთ.
- GGRC-ის შესვლით სომხეთში, რა ახალი ტექნოლოგიები შეიტანეთ მათ ბაზარზე?
GGRC Armenia-ს მთავარი მიზანი არის ინოვაციური რეპროდუქციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენთან ხელმისაწვდომია ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორებიცაა:
ტაიმ–ლაფს ემბრიოსკოპია – ინკუბაციის ინოვაციური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ემბრიონის განვითარება 24/7 რეჟიმში დავაკვირდეთ და ავარჩიოთ საუკეთესო ემბრიონი იმპლანტაციისთვის.
Preimplantation Genetic Testing (PGT) – ემბრიონების გენეტიკური სკრინინგი, რომელიც ზრდის ჯანმრთელი ორსულობის ალბათობას და ამცირებს გენეტიკური დაავადებების რისკს.
Egg and Sperm Freezing (Cryopreservation) – ბიოლოგიური მასალის გაყინვა, რაც წყვილებს აძლევს შესაძლებლობას, მომავალში შეინარჩუნონ რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
და ყველაზე მთავარი, სიახლე, რომლითაც პიონერია რეგიონში GGRC . ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების ინტეგრირება IVF პროცესის ყველა ეტაპზე.
თაამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვქმნით რეპროდუქციული მედიცინის მომავალს – ათწლეულების კლინიკურ გამოცდილებას შეუფერხებლად ვაერთიანებთ ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიებთან. ჩვენი მისიაა, გაურკვევლობის ბურუსი იმედად ვაქციოთ და წყვილებს შევთავაზოთ ყველაზე მოწინავე, პერსონალიზებული და მეცნიერულად დადასტურებული უნაყოფობის მკურნალობის მეთოდები.
ჩვენ გვჯერა, რომ IVF-ის მომავალი კაცობრიობის გამოცდილებასა და უახლესი ტექნოლოგიების კვეთაშია.
GGRC Armenia ამ სიახლეებით სომხურ ბაზარზე ახალ სტანდარტებს ამყარებს.
- როგორ მიიღო GGRC სომხეთმა, წამოვიდა თუ არა ნდობა თქვენს მიმართ?
ყველა საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი და გუნდი, ჩვენ დავუკავშირდით ქვეყნის საუკეთესო სამედიცინო ცენტრს, ძალიან კარგ ექიმს ქალბატონ არმინეს და ის გახდა მიზეზი, რომ ასე სწრაფად მოხერხდა კლინიკის გახსნა. მაღალი დონის პროფესიონალები, უაღრესად სტუართმოყვარე და საინტერესო ადამიანები აღმოჩნდნენ ჩვენს გვერდით. შესაბამისად GGRC Armenia-ს გახსნა სომხეთში ძალიან პოზიტიურად მიიღეს. პირველივე დღიდან ვიგრძენით ადგილობრივი საზოგადოების მაღალი ინტერესი და ნდობა ჩვენი ცენტრის მიმართ. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ GGRC უკვე კარგად ცნობილია რეგიონში, ხოლო საქართველოში ჩვენიგამოცდილება და წარმატებული შემთხვევები დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
პაციენტების მხრიდან ნდობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულმა მკურნალობის მეთოდებმა და მაღალი კვალიფიკაციის ექიმების გუნდმა.
- მოგვიყევით 9 მარტის სამედიცინო, სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
ეს ჩვენი ხელწერაა, სამეცნიერი საქმიანობა, სემინარები, კონფერენციები ვორშოფები ზრდის და აძლიერებს ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა ასე იქნება სომხეთშიც, GGRC Armenia არა მხოლოდ თანამედროვე რეპროდუქციული სერვისებით ამყარებს თავის პოზიციებს სომხეთის ბაზარზე, არამედ აქტიურად უწყობს ხელს სამედიცინო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი პირველი ერთობლივი სამეცნიერო-სამედიცინო კონფერენცია, რომლის მასპინძელიც GGRC Armenia გახლავთ აერთიანებს წამყვანს სპეციალისტებს რეგიონში, რომლებიც განიხილავენ რეპროდუქციული მედიცინის უახლეს მიღწევებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და უნაყოფობის მკურნალობის პერსპექტივებს. კონფერენცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც საბოლოოდ პაციენტების მომსახურების ხარისხსაც გააუმჯობესებს.
GGRC Armenia-ს მიზანია, არამარტო თანამედროვე მკურნალობის შეთავაზება, არამედ რეგიონში სამედიცინო განათლების ხელშეწყობაც, რათა რეპროდუქციული მედიცინა კიდევ უფრო წინ წავიდეს.
- ახალ ტექნოლოგიებზე საუბარი საქართველოს ფილიალის მაგალითზე გავაგრძელოთ. GGRC-მა დანერგა AI ტექნოლოგიები IVF ცენტრში. გვითხარით, როგორ ამარტივებს ეს ტექნოლოგიები მუშაობას და რა სარგებლის მოტანა შეუძლია?
ამას ზემოთ ვუპასუხე
- ერთ–ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ჩინეთის ბაზრის მიმართაც იყო ინტერესი, რომ იქაც გახსნილიყო GGRC-ის საერთაშორისო წარმომადგენლობა. როგორია ამ მიმართულებით თქვენი გეგმები და მიზნები?
დიახ, “ჩვენი კომპანიის, GGRC-ის, სტრატეგიული მიზნების ნაწილი ნამდვილად მოიცავს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. ჩინეთის ბაზარი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მზარდი ბაზარი მსოფლიოში, ჩვენი ინტერესის სფეროშია. ჩვენ განვიხილავთ საერთაშორისო წარმომადგენლობის გახსნის შესაძლებლობას ჩინეთში, რათა ჩვენი მაღალი სტანდარტების მქონე სამედიცინო მომსახურება უფრო მეტ პაციენტს მივაწოდოთ. ამ მიმართულებით ჩვენი გეგმები მოიცავს ბაზრის კვლევას, პარტნიორების ძიებას და ლოკალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას, რათა ჩინეთის პაციენტების მოთხოვნებს უკეთ ვუპასუხოთ.
საქართვვეოში ჩინეთიდან რეპროდუქციული მომსახურების მისაღებად მაღალია, შესაბამისად, როგორც ყველაზე პერსპექტიული ბაზარი, ჩინეთი საინტერესოა, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ საერთაშორისო გაფართოების პირობებში კლინიკის მაღალი სტანდარტების დაცვა.
- როგორია სამომავლო გეგმები როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში?
GGRC-ის მიზანია, რომ ჩვენი მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მთელ რეგიონში. ახლად გახსნილი ფილიალი სომხეთში არის ჩვენი საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. სომხეთში ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი კლინიკა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მოწინავე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. აუცილებლად გავიზიარებთ სომხეთში საქართველოს გამოცდილებას და კლინიკას ექნება შიდა დაფინანსების ფონდი უშვილო წყვილების დასახმარებლად, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის სერვისს.
საქართველოში კი ვგეგმავთ არსებული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ახალი სერვისების დანერგვას და პაციენტებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამასთან, ჩვენი გეგმები მოიცავს როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, რათა მეტი საერთაშორისო პაციენტი მოვიზიდოთ.
ძირითად პრიორიტეტად რჩება ხარისხი და პაციენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა, რაც გვაძლევს საშუალებას და ამბიციას რომ ჩვენი მომსახურება იყოს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი.
Leave a reply
Leave a reply