GGRC-თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის!

თანამედროვე მედიცინაში დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სკრინინგულ პროგრამებს. ისინი ხელს უწყობენ  დაავადებების ადრეულ აღმოჩენას, რაც მკურნალობის წარმატებას მნიშვნელოვნად ზრდის. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური სისტემა გახლავთ ASTRAIA — თანამედროვე, მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ქალთა ჯანმრთელობის სკრინინგისა და მონიტორინგისთვის. ეს არის პრენატალური სკრინინგის პროგრამა,  რომელიც აერთიანებს ულტრაბგერით კვლევას, ბიოქიმიურ ანალიზებს, დედის პირად მონაცემებს და ახდენს ალგორითმულ შეფასებას FMF-ის (Fetal Medicine Foundation) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ASTRAIA-ეს არის უპირატესობა უფრო მაღალი სიზუსტის მოსაპოვებლად, რომელიც პირველად საქართველოში დაინერგა ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრში და ემსახურება ნაყოფის ნაადრევი ანომალიებისა და ორსულობის რისკების წინაწარ შეფასებასა და რისკების თავიდან აცილების მიზანს.

 

პროგრამული უზრუნველყოფა ASTRAIA-ს ისტორია იწყება 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საჭირო გახდა პრენატალური სკრინინგის პროცედურების უფრო მაღალი სიზუსტით, ავტომატიზირებული და სტანდარტიზირებული მართვა. პროგრამა შეიქმნა გერმანიაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელიც შედგებოდა გინეკოლოგების, ფეტალური მედიცინის სპეციალისტების და პროგრამისტებისგან.

პროგრამის შექმნის მთავარი მიზანი იყო — შეემუშავებინათ ისეთი სისტემა, რომელიც პრენატალურ სკრინინგში რისკების გაანგარიშებასა და დიაგნოსტიკაში ადამიანის ფაქტორის შეცდომებს შეამცირებდა, ამავდროულად, ერთიან სტანდარტს ჩამოაყალიბებდა კლინიკურ პრაქტიკაში.

ASTRAIA-ს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლონდონში დაფუძნებულ Fetal Medicine Foundation-თან (FMF) თანამშრომლობამ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ფეტალური მედიცინის განვითარებაში.

FMF-ის მიერ დადგენილი გაიდლაინები და სტატისტიკური მოდელები ინტეგრირდა ASTRAIA-ს სისტემაში, რაც მის სანდოობას და სამეცნიერო ღირებულებას კიდევ უფრო ზრდიდა.

2000-იანი წლების ბოლოსთვის ASTRAIA უკვე აქტიურად გამოიყენებოდა ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. პროგრამა ეტაპობრივად გავრცელდა აზიაშიც, შემდეგ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

მისი მრავალენოვანი მხარდაჭერა, ლოკალიზაცია და ადაპტაცია ადგილობრივი ჯანდაცვის სტანდარტებთან დიდ წილად განაპირობებს მის წარმატებას. პროგრამის თითოეული ვერსია მუდმივად განახლებადია უახლესი გაიდლაინების შესაბამისად.

 

ASTRAIA თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო როგორც დესკტოპ ვერსია, რომელიც მხოლოდ კლინიკის შიდა ქსელზე მუშაობდა. მოგვიანებით, განვითარდა სერვერული და „ღრუბლოვანი“ (cloud-based) ვერსიებიც, რამაც შესაძლებელი გახადა მონაცემთა გაცვლა სხვადასხვა დაწესებულებებს შორის, მონაცემთა ავტომატური სარეზერვო კოპირება და უფრო მოქნილი მართვა.

დღევანდელ დღეს პროგრამას დაემატა ინტეგრაცია ულტრაბგერითი მოწყობილობებთან, ლაბორატორიულ სისტემებთან (LIS), და ელექტრონული სამედიცინო ჟურნალებთან(EMR/EHR).

 

ASTRAIA-ს სერთიფიცირებული, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC-ის  ექიმი-რადიოლოგი -ლალი გოგია ახალი სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:

ორსულობის პირველი ტრიმესტრი (0-13 კვირა) არის გადამწყვეტი ეტაპი ემბრიონის განვითარებისათვის. ამ პერიოდში მრავალი გენეტიკური და სტრუქტურული ანომალია შეიძლება გამოიკვეთოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დროული და ხარისხიანი სკრინინგი.

პროგრამა ASTRAIA ეხმარება კლინიკურ პერსონალს გენეტიკური პათოლოგიების, მათ შორის დაუნის სინდრომის (T21), ედვარდსის სინდრომის (T18) და პატაუს სინდრომის (T13) ადრეულ დიაგნოსტიკაში. ASTRAIA-ს ალგორითმები გვეხმარება განვსაზღვროთ, იმყოფება თუ არა პაციენტი ნაადრევი მშობიარობის და პრეეკლამფსიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტს, რომელიც ატარებს ადრეულ პრენატალურ სკრინინგს, ჰქონდეს საერთაშორისო FMF სერტიფიკატი, რომელიც იძლევა უფლებას ჩაატაროს ეს დიაგნოსტიკა და იმუშაოს ასტრაიას პლატფორმაზე. სერტიფიკატი მტკიცდება ყოველწლიურად წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სტატისტიკური აუდიტისა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ. რაც უზრუნველყოფს მიღებული რისკების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს…“

რა შედის ASTRAIA-ს პროგრამაში?

— ულტრაბგერითი გამოკვლევა 11–13 კვირის ვადაზე;

— კისრის ნაოჭის  და ცხვირის ძვლის შეფასება;

— საშვილოსნოს არტერიებში სისხლის ნაკადის შეფასება;

— სისხლის ანალიზი (PAPP-A, free β-hCG);

— ASTRAIA პროგრამული ანალიზი ინდივიდუალური რისკების განსასაზღვრად;

ASTRAIA-ს პროგრამა აფასებს არა მხოლოდ პრეეკლამფსიისა და ქრომოსომული პათოლოგიების რისკს, ასევე გვაძლევს ინფორმაციას შემდეგ პრობლემებზე:

  • ნაყოფის ზრდის შეფერხება (IUGR);
  • ნაადრევი მშობიარობის რისკსი;
  • სხვა შესაძლო გართულებები, რომლებიც შეიძლება დროულად ავიცილოთ თავიდან ადრეული დიაგნოსტიკით;

ვის უნდა ჩაუტარდეს ASTRAIA?

პირველი ტრიმესტრის სკრინინგი რეკომენდებულია ყველა ორსულისთვის, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ ჯგუფებში:

  • 35 წელზე უფროსი ასაკის ორსულები ;
  • ოჯახში ქრომოსომული პათოლოგიის შემთხვევების დროს;
  • ქალები, რომლებიც იტარებენ ხელოვნურ განაყოფიერებას (IVF);
  • ქალები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები (მაგ. ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი);
  • ორსულები, რომლებსაც აქვთ წარსულში პრეკლამფსია ან ნაყოფის ზრდის შეფერხება.

 

 სკრინინგი ტარდება მხოლოდ ერთხელ ორსულობის განმავლობაში!

კვლევის ჩატარების შემდგომ შედეგების ანალიზი, მაღალი რისკების გამოვლენა  და საჭიროების შემთხვევაში ექი-გენეტიკოსთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია.

 

წარმატებულ და ჯანმრთელ შვილოსნობას გისურვებთ!

 

 

Leave a reply