
D ვიტამინის როლი იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
ენდოკრინოლოგი ნია მეტონიძე (კვლევის ავტორი)
არსებობს თუ არა კავშირი D ვიტამინის დონესა და COVID-19-ის მიმდინარეობას შორის?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩატარდა კვლევა: “Serum 25-hydroxyvitamin D levels and health outcomes of hospitalization owing to COVID-19
კვლევის მიზანი იყო დადგენა ზრდის თუ არა D ვიტამინის დეფიციტი ჰოსპიტალიზაციის, დაავადების მძიმე მიმდინარეობის ან ლეტალობის რისკს.
ჩატარდა რეტროსპექტული, ჯვარედინ-სექციური კვლევა. მასში მონაწილეობდა 384 ადამიანი. საკვლევი პირები განაწილდა 3 ჯგუფში D ვიტამინის დონის მიხედვით:
1 ჯგუფი: 25(OH)D<12ნგ/მლ
2 ჯგუფი: 25(OH)D=12-20ნგ/მლ
3 ჯგუფი: 25(OH)D>20ნგ/მლ
კვლევის მთავარი მიგნებები:
- D ვიტამინის მწვავე დეფიციტი ასოცირებული იყო COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობასთან.
- D ვიტამინის მწვავე დეფიტის ჯფუფში მეტი იყო ჰოსპიტალიზაციის ალბათობა.
- D ვიტამინის ოპტიმალური დონე ასოცირებული იყო დაავადების გართულებების ნაკლებ ალბათობასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მიუთითებს ასოციაციას D ვიტამინის დონესა და კორონა ვირუსის მიმდინარეობას შორის და არა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებაში. D ვიტამინის ოპტიმალური დონე აუცილებელია ორგანიზმისთვის.
რა არის D ვიტამინის წყარო:
- მზეზე საკმარისი ექსპოზიცია
- D ვიტამინით მდიდარი საკვები(თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები)
- D ვიტამინის დანამატები (ექიმის დანიშნულებით)
რეკომენდაცია: ჩაიტარეთ კვლევა D ვიტამინზე და მიიღეთ ვიტამინის საჭირო დოზა ექიმის დანიშნულებით.
Leave a reply
Leave a reply