მსოფლიო სამედიცინო მოგზაურობა კვიპროსის კონფერენციის ფარგლებში

ბრიტანულმა სამედიცინო ტურიზმის პროვაიდერმა კომპანიამ Operations Abroad Worldwide, საერთაშორისო კონფერენციის Worldwide Medical Travel & Wellness Conference მონაწილე ქვეყნებს სამედიცინო მოგზაურობა მსოფლიოს მასშტაბით 18-20 თებერვალს კვიპროსიდან მოუწყო.

კონფერენციის ორგანიზატორთა მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წამყვანი კლინიკების, საავადმყოფოების, სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებული სხვადასხვა ორგანიზაციების ერთად თავმოყრა და ახალი შესაძლებლობების გაცნობა იყო, რათა დელეგატებს მისცემოდათ შესაძლებლობა შეიძინონ მეტი ცოდნა და მიიღონ უახლესი ინფორმაციები, განავითარონ ახალი შესაძლებლობები ჯანდაცვის ინდუსტრიაში.

ეს იყო უნიკალური კონფერენცია საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში,რომელიც ფოკუსირებული იყო ინოვაციური მკურნალობის მიდგომებზე, რომლებიც ცვლიან ჯანდაცვის მსოფლიო ბაზარს. მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ ახდენს გავლენას ახალი ტექნოლოგიების ერთობლიობა ინოვაციური ქირურგიული მიღწევებისა და მკურნალობის შედეგებზე.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ტურისტული ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სამოგზაურო მიმართულება. გლობალური ჯანსაღი ცხოვრების წესის სამიტის (Global Wellness Summit.) თანახმად, მომავალი წლისთვის მოგზაურობის ნიშა მიაღწევს 680$ მიალიარდ დოლარს. ეს მაჩვენებელი იზრდება 50%-ით სწრაფად, ვიდრე ტურიზმის ინდუსტრია მთლიანობაში. ამიტომაც ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ახალი კლინიკისათვის, რომელიც ახლა იკრებს ძალებს და იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის ბაზარზე.

ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელები, ნინო მუსერიძე და გიორგი არჩვაძე, როგორც კონფერენციის დელეგატები საქართველოდან, პირადად შეხვდნენ იმ წამყვანი კლინიკებისა და სამედიცინოო ტურიზმის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც დღეს მსოფლიო სამედიცინო არეალში ქმნიან ამინდს. B2B შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო წარმომადგენლებს შორის 29 ქვეყნიდან. კონფერენცია უდავოდ გამორჩეული და პრაქტიკულ შედეგებზე გათვლილი იყო, რადგან ორგანიზატორი თავად ძლიერი, გავლენიანი და 20 წლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო ტურიზმის ბრიტანული კომპანია გახლდათ. მათ მისცეს დელეგატ ქვეყნებს უნიკალური შესაძლებლობა ერთი-ერთზე ესაუბრათ მსოფლიოს უძლიერეს კომპანიებთან და შეეთავაზებინათ საკუთარი სერვისი. შეეძინათ ახალი იდეები და გაცნობოდნენ ახალ მიდგომებს.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC – საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა კონფერენციის მონაწილეების წინაშე და სამომავლო პერსპექტივების კონკრეტული გეგმებიც უკვე გაიწერა კონფერენციის საქმიანი შეხვედრების ნაწილში.

„ყოველი სამედიცინო დაწესებულება, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, არის მაღალი სტანდარტების მატარებელი, უახლოესი ტექნოლოგიებისა და უმაღლესი სამედიცინო გამოცდილების მქონე. ჩვენი ეთიკის ფილოსოფია გულისხმობს, რომ ყოველი პაციენტი უნდა იყოს განკურნებული და იყოს იმ გზით განკურნებული,რომლითაც შენ ოჯახის წევრს განკურნავდი. (ობიექტური მკურნალობის გზა). რაც ნიშნავს ყოველი პაციენტი იყოს უზრუნველყოფილი პერსონალური მაღალი ხარისხის მომსახურებით და მხოლოდ ამის შემდეგ პაციენტები იქნებიან კმაყოფილი ჩვენი სერვისით და მადლიერი ჩვენი კეთილგანწყობისთვის“ – ეს გახლავთ ბრიტანული კომპანიის Operations Abroad Worldwide პროგრამის სლოგანი და სწორედ ეს კომპანია უღებს კარს ჩვენს „ახალშობილ“ კომპანიას მომავალი დიდი პერსპექტივებისათვის.

Leave a reply