სკრინინგის პროგრამა 40+ ქალბატონებისთვის

საქართველოში ყოველწლიურად ოთხასზე მეტი ქალი იღუპება გინეკოლოგიური დაავადებების გართულების და დაგვიანებული გამოვლენის გამო.
მათ შორის ძუძუს კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალს უსვამენ, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს – დაახლოებით 350-ს. ამ დიაგნოზით გარდაცვალებების შემთხვევათა უმრავლესობა დაგვიანებულ დიაგნოსტიკას უკავშირდება.
მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა ქალებს არ აძლევს საშუალებას იზრუნონ ყველაზე მთავარზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, არადა,  სხვადასხვა ქალური პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გზაა სიცოცხლის გადასარჩენად.
დღეისათვის საქართველოში სახელმწიფო სკრინინგული პროგრამა საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი კი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში 40 წლის ზემოთ პედაგოგ ქალბატონებს უფასო სკრინინგულ პროგრამას სთავაზობს, პროგრამა მენოპაუზის პერიოდის ქალების პრობლემების აღმოჩენას და თერაპიას ითვალისწინებს. 6 თვის განმავლობაში სერვისით 200-ზე მეტმა პედაგოგმა ისარგებლა, ამ დროის განმავლობაში არაერთი ზარი და შეტყობინება მივიღეთ, სადაც ქალბატონები გვთხოვდნენ, რომ აქცია ვრცელდებოდეს ყველა ქალზე 40 წლის ზემოთ და არა მხოლოდ პედაგოგებზე.

GGRC-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა 2 თვის განმავლობაში აქცია „ ცხოვრება მარაოს გარეშე“ ყველა მსურველ ქალბატონს  (40 წლის ასაკის ზემოთ) მოემსახუროს, პროფესიის მიუხედავად.

აქცია ითვალისწინებს შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციებს:
რეპროდუქტოლოგი;
ნევროლოგი;
რევმატოლოგი;
მამოლოგი
ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს:
ფარისებრი ჯირკვლის,  მცირე მენჯის ღრუს, სარძევე ჯირკვლის, ვაგინალურ ულტრაბგერით კვლევას;
კოლპოცერვიკოსკოპია;
PAP ტესტი; აქციის ფარგლებში ვიზიტი არის სრულიად უფასო და მოიცავს ყველა ზემოთჩამოთვლილ სერვისს

აქცია განხორციელდება ყოველ შაბათს, 10.00 საათიდან 14.00 საათამდე, ჩაწერა წინასწარ ნომერზე 544448343

Leave a reply