საგაზაფხულო გასვლითი აქცია დასავლეთ საქართველოში
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC და უშვილო წყვილების დახმარების ფონდი “შენთვის” მეორე წელია რეგიონებში გასვლით აქციებს მართავენ და ადგილობრივი კლინიკების
ბაზაზე კონსულტაციებს უწევენ რეგიონის მოსახლეობას, რეპროდუქციული პრობლემების მქონე უშვილო წყვილებს.
აპრილის თვეში GGRC -ის ექიმები დასავლეთ საქართველოს ეწვევიან. 14-15 აპრილს უფასო კონსულტაციები ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
მეან- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ოლიკო მურღულია, უროლოგი
ვლადიმერ ჯიშიაშვილი, მეან -გინეკოლოგი ივა კუტივაძე, გინეკოლოგი, ქირურგი ნიკოლოზ
სარაული და მედიცინის სრული პროფესორი, ექიმი – ემბრიოლოგი, პათოლოგანატომი,
ქართულ გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკური დირექტორი – ნინო მუსერიძე
ადგილობრივ ექიმებთან ერთად უშვილობის პრობლემების მქონე პაციენტებს მიიღებენ, მსურველებს ჩაუტარდებათ ვაგინალური ექოსკოპია და სპერმოგრამული კვლევა.
“ჩვენი მიზანია, ერთობლივი პროცედურების ჩატარება ადგილობრივ მედპერსონალთან, ეს ერთგვარი ვორქშოფია მათთვის, ხოლო პაციენტებისთვის კი ძალზედ მნიშვნელოვანი მომსახურება. რეპროდუქციული პათოლოგიების აღმოჩენა დროულად უნდა მოხდეს, ეს მტავარი ნაბიჯია წარმატებისკენ, თუმცა უსახსრობის გამო ხშირად ვერ ახერხებენ წყვილები მიმართონ ექიმს, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს და თავად მივდივართ მათთან, ყველა ოჯახში უნდა დაიბადოს შვილი, ამისათვის პირველ ნაბიჯებს ჩვენ ვდგავთ, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში კვლევებს, მკურნალობას და პროცედურებს ჩვენს კლინიკაში გავაგრძელებთ.” – ამბობს ნინო მუსერიძე.
აქცია ჩატარდება შემდეგი განრიგით:
14 აპრილი, 12:00-14:00სთ – ქუთაისი, დიაგნოსტიკური ცენტრი “ბიომედი”
მისამართი: ჯავახიშვილის ქ. N2
14 აპრილი, 15:00-19:00სთ – ზუგდიდი, სამედიცინო ცენტრი “ციტო”
მისამართი: კიკალიშვილის ქ. N2
15 აპრილი, 11:00-14:00სთ – ბათუმი, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
მისამართი: ბაგრატიონის ქ. N129
15 აპრილი, 15:00-18:00სთ – ბათუმი, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის სახლი “მედინა”
მისამართი: ფ.ხალვაშის ქ. N237
მსურველებს გთხოვთ, ჩაეწეროთ წინასწარ
(+995) 544 44 83 43
Leave a reply