მზია – “განძი, რომელიც GGRC-მა შეგვძინა, შეუფასებელია”

“2020 წელს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე, მე და ჩემი მეუღლისთვის ეს მეორე ქორწინებაა და გადავწყვიტეთ, საერთო შვილი საქართველოში გაგვეჩინა, ჩვენი მეგობრების რჩევით, არჩევანი ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრზე შევაჩერეთ, მადლობა ღმერთს, რომ შეგვახვედრა ქალბატონ ნინოს…

მე 17 წლის ასაკში დავტოვე საქართველო, 19 წლის ასაკში გავთხოვდი, მალე შეგვეძინა გოგონა, სამწუხაროდ, თანდაყოლილი გულის პათოლოგიის გამო ბავშვი ოპერაციაზე გარდაიცვალა, მას შემდეგ იყო არაერთი წარუმატებელი ორსულობა, ჩემი პირველი ქორწინება 5 წლის შემდეგ დასრულდა. მეორე მეუღლესთან შეუღლებისთანავე ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში ჩამოვსულიყავით რეპროდუქციული პრობლემების მოსაგვარებლად. მადლობა ჩემს მეგობრებს, იღბალს, რომ მე ქალბატონი ნინო და კლინიკის დირექტორი გიორგი არჩვაძე გამაცნო, პირველივე კომუნიკაციისას მივხვდი, რომ აქ ამიხდებოდა ჩემი დიდი ხნის ნატვრა, მათი გულწრფელი სურვილი, პროფესიონალიზმი და უნარი, მოგისმინონ, გაიოგონ შენი პრობლემა, წარმატების გარანტიაა, ჩვენი სიხარული საკუთარივით გაიზიარეს, მათ აგვისრულეს დიდი ხნის ნატვრა და გვაჩუქეს ძალიან დიდი და ძვირფასი საჩუქარი. სიტყვებით იმ ბედნიერების ახსნა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით ამ განძის შეძენით, შეუძლებელია, მე იმედი მაქვს, ღმერთის წყალობით, ქალბატონი ნინოს და გიორგის დახმარებით ჩემს ნანატრ შვილს დაიკოს ან ძამიკოსაც ვაჩუქებთ.”

Leave a reply