ღეროვანი უჯრედებით თერაპია ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრში

2-5 აგვისტოს ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს GGRC უახლესი ინოვაციური სამედიცინო პროცედურის დასანერგად თურქი პროფესორები ესტუმრნენ.

მედიცინაში არც თუ ისე ბევრია  სამკურნალო მეთოდი, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანაბარი წარმატებით გამოიყენება, კიდევ უფრო ნაკლებია მათი  ერთნაირად  ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ეფექტურობა.  ღეროვანი უჯრედებით თერაპია (stem cells, regenerative therapy) წარმოადგენს სწორედ იმ იშვიათ   ინოვაციური სამკურნალო მეთოდს  თანამედროვე მედიცინაში, რომელსაც ერთნაირი წარმატებით იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, ვინაიდან  აახალგაზრდავებს და აღადგენს ქსოვილებს უჯრედის დონეზე.

დღეისათვის უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდად მსოფლიოში,  როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ღეროვანი უჯრედების  რეგენერაციული თერაპია ითვლება.

ქალის უნაყოფობის დროს ღეროვანი უჯრედებით თერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის (IVF ან ICSI) პაციენტის მოსამზადებლად, რაც ამცირებს ამ პროცედურის წარუმატებლობის პროცენტს. ქალის უნაყოფობის დროს ღეროვანი უჯრედები გავლენას ახდენენ საკვერცხეების ფუნქციის გააქტიურებაზე, ხელს უწყობს საშვილოსნოს შიდა გარსის აღდგენას, რაც მნიშვნელოვანია ემბრიონის იმპლანტაციისა და ნაყოფის მომზადებისთვის. უჯრედული თერაპიის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქალის ორგანიზმის ენდოკრინული და ნერვული სისტემების ფუნქციები.

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთ-ერთი პირველია საქართველოს რეპროდუქციული მედიცინის არეალში, რომელმაც დანერგა ეს ინოვაცია და არაერთ უიმედო ქალს გამრავლების კიდევ ერთ შანსს მისცემს.

პირველი პროცედურები თურქ კოლეგებთან ერთად ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით უსასყიდლოდ ჩაუტარა 3 პაციენტს, რომლებიც წინასწარი კვლევების საფუძველზე შეირჩა კლინიკის რეპროდუქტოლოგების მიერ, ესენი არიან პაციენტები, რომელთაც ამ პროცედურის გარეშე შვილის ყოლის შანსი სუროგაციის გარეშე ვერ ექნებოდათ, ღეროვანი უჯრედებით თერაპიის გზით კი მათ აქვთ შანსი საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლის.

ქართველმა ექიმებმა პროცედურა გამოცდილი თურქი პროფესორების,  ჰისტოლოგი და ემბრიოლოგი  უტკუ ათეშის,  პლასტიკური ქირურგი , იზმირის უნივერსიტეტის რეგენერაციული მედიცინის დეპარტამენტის დამფუძნებლის  ერაი ქუბჯუს და ღეროვანი უჯრედების ცენტრის „სტემბიოს“ დირექტორის  ქაგან გუნგორის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარეს.

Leave a reply