GGRC – 2022 წლის “ოქროს ბრენდის” გამარჯვებული კომპანია

2022 წლის “Golden Brand”-ის გამარჯვებული კომპანია ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC გახდა.

ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს GGRC,  როგორც ლიდერ რეპროდუქციულ ცენტრს, ოქროს ბრენდის ჯილდო გადაეცა Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე. ოქროს ბრენდი საქართველოში ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს ჯილდოს წარმოადგენს, რომლის გამარჯვებულიც მომხმარებლისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.

ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა 3 წლიანი მოღვაწეობის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მიაღწია განვითარების ახალ ეტაპს და არაერთ წარმატებას.

გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ამ შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. სწორედ ამიტომ პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, „ჯიჯიარსელებს“ და ჩვენს პარტნიორებს, ვინც აქამდე მოგვიყვანა. აქტიური გუნდური მუშაობის შედეგად მივიღეთ სტატუსი #1 ბრენდი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. ეს კომპანიისთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა, გამარჯვებულ კომპანიებს ლიდერის წოდება ენიჭებათ: ხარისხის, სანდოობისა და საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო. ექსპერტების კვლევის საგანს წარმოადგენდა, ბრენდის ცნობადობა და ხარისხი. ასევე კომპანიების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული კრეატიული და სოციალური პროექტები, მეოთხე წელია, რაც კლინიკა ფუნქციონირებს და უკვე გახდა პაციენტთა რჩეული კლინიკა და ვფიქრობ ეს ჩვენი სოციალური პროექტების დამსახურებაა და ჩვენ კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ჩვენი პაციენტებისთვის მომავალშიც – აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი ექიმი ნინო მუსერიძე.

2022 წლის ოქროს ბრენდების შერჩევაში უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკური საკითხების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ნომინანტი ბრენდების შერჩევა მათი ცნობადობის და კომპანიის მიერ ბრენდთან დაკავშირებით წარმოებული კრეატიული სარეკლამო კამპანიის გათვალისწინებით მოხდა. ოქროს ბრენდი იმ კომპანიებს აჯილდოვებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და ბრენდის პოპულარიზაციისთვის კრეატიული გადაწყვეტილებები მიიღეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სამი წლის კლინიკა ასეთ ჯილდოს იღებს, პირველად მივიღეთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდების გვერდით დგომა, ეს არის არა მხოლოდ აღიარება კლინიკის 3  წლიანი ისტორიისა,  არამედ – დასტური იმისა, რომ ჩვენი მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, უკვე დაბადებული 700-მდე ახალი სიცოცხლის სახელით, კიდევ მეტი მონდომებით გავერთიანდეთ  „ერთად ახალი სიცოცხლისათვის“  – განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექორმა გიორგი არჩვაძემ.

Leave a reply