აქ ოცნებები ხდება! – საახალწლო სიურპრიზი წყვილს “ჯიჯიარსისგან”

აქ ოცნებები ხდება! – ამ სლოგანით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის წინასაახალწლო სიურპრიზი უშვილო წყვილებისთვის იმედის არხზე გადაცემაში “ჩვენი ოჯახი” დაანონსდა.  ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა  და ფონდის “შენთვის” დამფუძნებელმა ნინო მუსერიძემ წყვილებს, ვისი მთავარი საახალწლო ოცნებაც შვილია, სთხოვა წერილი სანტასთვის კი არა,  კლინიკის გვერდზე გამოეგზავნათ და საახალწლოდ ერთ წყვილს GGRC სრულად დაუფინანსებდა ინ ვიტრო განაყოფიერებას.

ერთი კვირის განმავლობაში კლინიკის გვერდზე 500-მდე წერილი შემოვიდა, მათ ყველას ერთი ოცნება აქვს, განსხვავებული ოჯახური ისტორიებით და მოლოდინის წლებით,  რთული აღმოჩნდა მათ შორის არჩევანის გაკეთება.  კლინიკის თანამშრომლების ოცკაციანი ჯგუფი კითხულობდა წერილებს,  ყველას თავისი რჩეული წერილი და ისტორია ჰქონდა, ვერ შევძელით ერთ-ერთის გამოყოფა და ბრმა არჩევანს მივენდეთ.  შევარჩიეთ წყვილები, ვისაც სუროგაცია-დონაციის გარეშე რეალურად ჰქონდათ შანსი გახდნენ მშობლები და მათი წერილები დოლურაში მოვათავსეთ, “ჩვენი ოჯახის” შემდეგ გადაცემაში წამყვანმა ბრმად ამოიღო ერთი წერილი:

“მოგესალმებით დიდი სიყვარულით და დიდი იმედით, მადლობა უფალს რომ არსებობს საქართველოში თუნდაც ისეთი კლინიკა, რომელიც უშვილო წყვილს აძლევს შანსს გახდნენ მშობლები, ეხლა იმედია არხზე ვუყურე გადაცემას, სადაც ქალბატონმა ნინომ გააჟღერა საახალწლო სიურპრიზის შესახებ, პირველ რიგში ყველა უშვილო წყვილს ვუსურვებ გამრავლებას, ნაყოფიერებას, მე და ჩემი მეუღლე 13 წლიანი უშვილობით ყოველდღე ველოდებით სასწაულს, იყო უამრავი ბრძოლა შედეგისთვის მაგრამ… ხელოვნური განაყოფიერებისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა მჯერა რომ დედა გავხდები, ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო სამსახურში და ჩვენი საერთო შემოსავალი თვიურად შეადგენს 1800 ლარს, ეს კი არ გვყოფნის ჩვენი ოცნების ახდენაში, თუმცა დედობა ისეთი ნატვრაა რომ უფალს ვევედრები ამიხდინოს ეს ოცნება, ეხლა ვწერ და მაპატიეთ ემოციებისათვის, თუმცა ეს საკითხი ვერც წარმომიდგენია ამ გრძნობის გარეშე, მჯერა,მჯერა,მჯერა რომ დედა გავხდები, მარტო იმიტომ მჯერა რომ უფალი არ გაგვწირავს და იმიტომ რომ არსებობთ ქალბატონო ნინო მხოლოდ ის ღირს თქვენი ადამიანობას რომ ასეთი განცხადებებით იმედს არ მიმართავთ, ბრძოლისუნარიანი მხდით, მადლობა იმედის გუნდს რომ წყვილებისთვის საჯაროდ ხდის ასეთ შემოთავაზებებს, ველოდები სიურპრიზსსს, თუმცა მინდა ყველა უშვილო წყვილს იმედი არ მოუშალოს უფალმააააა, მიყვარხართ და ყველა მიყვარს, მინდა ბედნიერი და სიხარულით სავსე ოჯახები, მადლობა♥️♥️♥️♥️♥️

ნათიას 100%-ით დაუფინანსდება ინ ვიტრო განაყოფიერება,  მათ შორის კიდევ ერთს, პედაგოგოგს მაღალმთიანი რეგიონიდან ქალბატონი ნინო თავად დაუფინანსებს ასევე სრულად პროცედურას, გარდა ამისა, 10 წყვილი სრულიად უფასოდ ჩაიტარებს ყველა საჭირო კვლევას, ხოლო ყველა, ვინც კლინიკის “სანტას” წერილი მისწერა, მიიღებს 50%-იან ფასდაკლებას ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრისგან.

ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ მთავარი ოცნების ახდენას – ახალი სიცოცხლის დაბადებას, ჩვენ ვრჩებით თქვენს გვერდით, ახალი სიურპრიზებით და 2022 წელსაც მთავარი სლოგანით: “ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის!”

https://fb.watch/ajXkpvkp_T/

Leave a reply