ექიმი-რეპროდუქტოლოგი
ექიმი-რეპროდუქტოლოგი
სპეციალობა | რეპროდუქტოლოგია |
ხარისხი | ექიმი |
პროფესიული ინტერესები |
|
ახალგაზრდა, გულისხმიერი და პროფესიონალი მეან-გინეკოლოგი რუსული სამედიცინო განათლებით მალე ეუფლება რეპროდუქტოლოგის სპეციალობას და წარმატებით ართმევს თავს ექიმი-რეპროდუქტოლოგის პროფესიას. ამბულატორიული პრაქტიკის მხრივ მისი გამოცდილება შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ანტენატალური მეთვალყურეობა, ოჯახის დაგეგმვა, ჰისტეროსალპინგოგრაფიის ჩატარება, მცირე ოპერაციების ჩატარება, კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის რადიოტალღური ქირურგიული მკურნალობა, საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია.
ასევე წარმატებით იღებს ფიზიოლოგიური მშობიარობას, ატარებს საკეისრო კვეთის ოპერაციას, ჰისტეროსკოპიას.
თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების კუთხით ტატიანა სპეციალიზირდა შემდეგი მიმართულებებით: საკვერცხეების სტიმულაციების სქემები, ჰიპერსტიმულაციების მართვა და მკურნალობა, ფოლუკომეტრია, ფოლიკულების ტრანსვაგინალური ფუნქცია, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადატანა საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოსშიდა ინსიმინაციების ჩატარება და სხვა.
2010-2016 – ომსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ომსკი, რუსეთი
ექიმი-სპეციალისტი
2016-2017 წ. ინტერნატურა «მეანობა-გინეკოლოგია», რუსეთი, ომსკი, «ომსკის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო», ექიმი-ინტერნი.
2018 წ . კვალიფიკაციის ამაღლების კურსი «საშვილოსნოს ყელის პათოლოგია კოლპოსკოპიის საფუძვლებით», რუსეთი, ომსკი.
2018-2020 წ. რეზიდენტურის შემოკლებული კურსი «მეანობა-გინეკოლოგია», საქართველო, თბილისი, TSMU, სამშობიარო სახლი «იმედის კლინიკა», ექიმი-რეზიდენტი.
2020წ. სახელმწიფო სერთიფიკატი «მეანობა-გინეკოლოგია», საქართველო.
2021 წ «დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ქალისა და კაცის უნაყოფობის მკურნალობაში პრაქტიკული კურსით», რუსეთი, მოსკოვი.
2021 წ «ჰისტეროსკოპია მეანობა-გინეკოლოგიაში», რუსეთი, ომსკი.
2020 წლიდან – კლინიკა «ალტრა ვიტა», თბილისი
მეან-გინეკოლოგი
2021 წლიდან დღემდე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექიმი რეპროდუქტოლოგი
ქართული
რუსული
ინგლისური