ფატი გაბუნია

ექიმი-ინფექციონისტი

“ჩვენი მთავარი მისია ამ სამყაროში არის მარადისობის შენარჩუნების მიზნით დავეხმაროთ თაობების დაბადებას და მათ ჯანმრთელ ზრდა-განვითარებას. ჩვენ არ ვართ ანგელოზები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ წყვილს საუკეთესო მეთოდით ახალი სიცოცხლის მოვლინებაში, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და მაშასადამე სამყაროს``

ძირითადი ინფორმაცია

პროფესორი ფატი გაბუნია არის მაღალი დონის ინფექციონისტი და პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექსპერტი საპილოტე პროექტების განხორციელებაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგეობის წევრი, ეროვნული რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების ავტორი.

ქალბატონი ფატი მაღალკვალიფიციურია იმუნოლოგიისა და შიდსის საკითხებში. ამ დროისთვის იგი არის N2 სტაციონარული განყოფილების უფროსი ინფექციური დაავადებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, გარდა პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებისა, ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და სხვა სამედიცინო სკოლების პედაგოგი, წიგნების და პუბლიკაციების, სახელმძღვანელო მითითებებისა და სტატიების ავტორი.

დოქტორი გაბუნია არის შიდსის საქართველოს ასოციაციის და IAS – შიდსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის წევრი.

განათლება

1989-1995 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი;
1997-1999 – ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი თბილისი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
2000 – ხანმოკლე სპეციალიზაციის კურსი ინფექციურ სნეულებებში;
2001 – სახელმწიფო სერთიფიკატი მოზრდილთა ინფექციურ დაავადებებში;
2008 – მედიცინის დოქტორი.

პროფესიული გამოცდილება

1998-2003-უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“, ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის პედაგოგი, სწავლების მე-4, მე-5 კურსი;
1999—2006 წწ. სამედიცინო ინსტიტუტი „ პანაცეა“, სამკურნალო ფაკულტეტი, ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის პედაგოგი, სწავლების მე-4, მე-5 კურსი, ასოცირებული პროფესორი;
2000 წლიდან დღემდე-ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინკური იმუნოლოგიის ცენტრი;
2004 წლიდან დღემდე-გ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი „ალმა-მატერი“, სტომატოლოგიური ფაკულტეტი, საგანი-ინფექციური დაავადებები, სწავლების მე-4 კურსი, სრული პროფესორი;
2006 წლიდან დღემდე -N2 ბოქსირებული განყოფილების გამგე;
2016 წლიდან დღემდე-საქართველოს დავით აღმაშენებელის სახ. უნივერსიტეტი სამკურნალო საქმე, საგანი– ინფექციური დაავადებები, სწავლების მე– 5 კურსი სტომატოლოგური ფაკულტეტი , სწავლებისმე–4 კურსი;
2019 წლიდან დღემდე-ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი-ინფექციონისტი.

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი