მაია პარკაული

ექიმი-რეპროდუქტოლოგი

„დაივიწყეთ ყველა იმედგაცრუება, ყველა მიზეზი, რის გამოც სასურველი შედეგი არ დადგა, არსებობს ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ შედეგს მიაღწევთ და ეს მიზეზი GGRC-ია“.

სპეციალობა რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგია
ხარისხი პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
პროფესიული ინტერესები
  • მეანობა-გინეკოლოგია
  • უნაყოფობა
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ძირითადი ინფორმაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ექიმი მაია პარკაული სწავლას მოსკოვის სახელმწიფო ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტში, ენდოკრინოლოგიისა და გინეკოლოგიის მიმართულებით აგრძელებს, დოქტორის ხარისხი რეპროდუქტოლოგიაში ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტში მიენიჭა. პროფესორ მაია პარკაულს დაახლოებით 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს რეპროდუქტოლოგიის სფეროში. იგი არის მრავალი პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი ქალის ჯანმრთელობის, ორსულობისა და რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ. არის ESHRE-ს, საქართველოს მეანობა – გინეკოლოგიის ფედერაციის და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის ასოციაციის წევრი.

განათლება

1989-1996წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობა – სამკურნალო საქმე. კვალიფიკაცია – დიპლომირებული მედიკოსი;
1996-1998წწ ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატორი მეანობა – გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიიის კათედრა;
1999-2000 წწ. მოსკოვის სახელმწიფო ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტი, გინეკოლოგია-ენდოკრინოლოგიის ფაკულტეტი;
2003 მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგია, სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით რეპროდუქტოლოგია;
2012 სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით მეანობა – გინეკოლოგია.

პროფესიული გამოცდილება

1998- 2011 წწ ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი, რეპროდუქტოლოგი
2011- 2016 წწ ზ.საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა, რეპროდუქტოლოგი
2016- 2018 წწ სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი”, IVF-დეპარტამენტი, რეპროდუქტოლოგი
2018 კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, IVF-დეპარტამენტი, რეპროდუქტოლოგი
2019-დღემდე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი