ბარბარე (დოდო) გორგოშიძე

ექიმი-რეპროდუქტოლოგი

„უშვილობის მკურნალობის დროს მთავარი სწორი დიაგნოზის დასმაა. ამისათვის საჭიროა პროფესიონალი რეპროდუქტოლოგის მიერ შერჩეული საჭიროგამოკვლევების ჩატარება, რის საფუძველზეც მოხდება მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკის შემუშავება. დაახლოებით 40 წელია მივუძღვენი ქალთა ჯანმრთელობას და დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მოდგომით ვირჩევ სწორი გზას, რომელსაც წარმატებულ შედეგთან მივყავართ.``

სპეციალობა რეპროდუქტოლოგია, ენდოკრინოლოგია
ხარისხი მედიცინის დოქტორი
პროფესიული ინტერესები
  • გინეკოლოგია და ენდოკრინოლოგია
  • უნაყოფობა
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ძირითადი ინფორმაცია

ბარბარა (დოდო) გორგოშიძე არის ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ნომინირებული პროექტ “ექიმები 2018” -ზე ეროვნული პრემიის ცერემონიალზე, როგორც “საზოგადოების რჩეული”.

ექიმი ბარბარეს წარმატებული კარიერის მანძილზე 3000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა, რომელთაგან ზოგი უკვე გაიზარდა და თავად გახდა მშობელი. მისი მუშაობის შედეგები აისახება მის პროფესიონალიზმსა და წარმატებულ სამედიცინო პრაქტიკაში, არაერთმა ოჯახმა აიხდინა მისი დახმარებით ოცნება, ორსულობა დადგა დატვირთული ისტორიის შემთხვევებშიც.

ქალბატონი ბარბარე 39 სამეცნიერო ნაშრომისა და სადოქტორო დისერტაციის ავტორია / 1984 /, მრავალი საერთაშორისო კონგრესის მონაწილე, ტრადიციული მედიცინის საერთაშორისო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, მისი ორგანიზებით ჩატარდა არაერთი წარმატებული კონფერენცია ბაკურიანში, ჩაქვსა და თურქეთში.

განათლება

1969-1975 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი
1978-1980 წწ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები: მეანობა და გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია და სამედიცინო რენტგენოლოგია. კლინიკური ორდინატურა ენდოკრინოლოგიაში

პროფესიული გამოცდილება

1975-1976 წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, უმცროსი ექიმი;
1976-1978 წწ. რუსთავის N1 პოლიკლინიკა, ექიმი-თერაპევტი;
1980-2016 წწ. ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პოლიკლინიკის ექიმი;
2016-2020 რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის უნივერსი, ექიმი რეპროდუქტოლოგი;
2020 წლიდან დღემდე – ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, ექიმი რეპროდუქტოლოგი.

უცხო ენები

ქართული
რუსული
ინგლისური

ჩვენი გუნდი