დედობის სასწაული – მამა გიორგი კარელიძე

ორსულობის დროს შვილის უჯრედები გადადის დედის სისხლში და შემდეგ ისევ უბრუნდება შვილს – ამას მედიცინის ენაზე ნაყოფისა და დედის მიკროქიმია ჰქვია…
41 კვირის განმავლობაში უჯრედები ცირკულირებენ დედა-შვილის ორგანიზმში და ერწყმიან იქეთ და აქეთ ერთმანეთს,  ბავშვის დაბადების შემდეგ, ამ უჯრედებიდან ბევრი რჩება დედის სხეულში და ტოვებს მუდმივ კვალს მის ქსოვილებზე, ძვლებზე, ტვინზე და კანზე, ხშირად იქ რჩება მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
დედისგან დაბადებული ყველა ბავშვი ასეთ კვალს დატოვებს მის სხეულზე და მთლიანად აგებულებაზე…
მაშინაც კი, თუ სამწუხაროდ ორსულობა ნაადრევად დამთავრდება (ბუნებრივად), ან ქალი ჩაიდენს საშინელ ქმედებას და სხვადასხვა საშუალებით მოკლავს შვილს მუცელში (აბორტი), ეს უჯრედები მაინც გადადიან მის სისხლში და რჩებიან მასში… (ამიტომაა ვერასოდეს ივიწყებს დედა ამ ქმედებას და ყოველთვის ახსენებს ეს ქმედება შვილის თავს და ამით ტანჯავს მას)
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ დედის გული დაზიანებულია, ნაყოფის უჯრედები მიიჩქარიან დაზიანების ადგილზე და გარდაიქმნებიან იმ უჯრედების ტიპებად, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან გულის (სხვა დაზიანებული ორგანოს) აღდგენაში…
წარმოიდგინეთ, ბავშვი დედას ეხმარება თავის აღდგენაში და განკურნებაში, დედა კი შვილის სხეულს აშენებაში…

– რა საოცარია არა?
ხშირად არც კი იციან დედებმა, არა და თურმე ამიტომაა, რომ ზოგიერთი დაავადება ორსულობის დროს სასწაულებრივად ქრება დედის ორგანიზმიდან…

წარმოუდგენელია, როგორ იცავს დედის სხეული ბავშვს ნებისმიერ ფასად, ბავშვი კი იცავს და აღადგენს დედის სხეულს, რათა ჰქონდეს განვითარებისა და უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა…

გაიხსენეთ ორსულობის დროს უჩვეულო სურვილები, უცნაური ახირება სხვადასხვა საკვების მიღებისას…

– რატომაა ეს?

– იმიტომ, რომ რა ელემენტებიც აკლია დედას, შვილი აიძულებს მას მათ მიღებას…!
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ნაყოფის უჯრედები დედის ტვინში გვხვდება შვილის დაბადებიდან 18 წლის შემდეგაც.
– რა საოცარია!

– ამიტომაა, თუ დედა ხართ, იცით, რომ შეგიძლიათ ინტუიციურად იგრძნოთ თქვენი ბავშვი მაშინაც კი, როდესაც ის არ არის ახლოს და დიდ მანძილზეა დაშორებული დედისგან…

ახლა კი არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ დედები ატარებენ შვილებს მათში დაბადებიდან წლების განმავლობაში…
– რა ლამაზი და საოცარია ეს ყველაფერი…!

Leave a reply